ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

Live ბიზნეს კოდში TV „იბერია“-ზე თემაზე: ექსპორტი და ადგილობრივი ბაზარი

უღრმესი მადლობა TV „იბერია“-ს და გადაცემა „ბიზნეს კოდი“-ს გუნდს მოწვევისათვის. არა მხოლოდ შევაფასეთ ექსპორტში არსებული ტენდენციები, არამედ წამოვწიეთ ადგილობრივი ბაზრის გამოწვევებიც. გვქონდა დრო და მოკლედ მიმოვიხილეთ 10 ოქტომბერს ჩატარებული ღონისძიება – პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – „იყიდე ქართული“.

ხაზგასმით ვამბობ:

რამდენადაც შესანიშნავია ექსპორტის ასეთი ზრდა, იმდენადვე მისახედია 23 მილიარდი ლარის ღირებულების შიდა – ადგილობრივი ბაზარი, რომელიც დღემდე უყურადღებოდაა მიგდებული …

რასაც მოძრაობა KAR.GE აკეთებს, 1000-ჯერ უფრო მასშტაბურად უნდა კეთდებოდეს.

გვუყურეთ, სულ 8 წუთია …