უღრმესი მადლობა ჩვენს თანამემამულე ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოების ბერლინიდან მოწოდებისათვის. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა. დიდი მადლობა ანა! ესეც ჩვენი რუბრიკის – “დაიპყარი მსოფლიო” გაგრძელება 🙂
kula-ს ვინ არ იცნობს …
ქართველი მომხმარებელს ხომ ძალიან უყვარს ამ ბრენდის პროდუქტები …
გარდა ამისა 26 ქვეყანაშიც გადის ექსპორტზე …
მათ შორის გერმანიაშიც…
და აი დასტური ამ ფოტოებზეა!
ვიამაყოთ ქართული პროდუქტებით!
და ვიყიდოთ ისინი სადაც არ უნდა შეგხვდნენ!
უცხოეთში მაცხოვრებელო/მოგზაური ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები, გამომიგზავნეთ და განვათავსებ kar.ge-ზე. ჩაერთეთ კარგი ქართული საქმის კეთებაში! ყიდულობ ქართულს? ე.ი. ასაქმებ ამ ქვეყნის მოქალაქეს, აძლიერებ ჩვენებურ ბიზნესს და აძლიერებ ჩვენს სახელმწიფოს! დაიმახსოვრეთ ეს!