ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > გაიცანით KARGIGOGO … ქართული კუთხე აშშ-ში …
kargigogo

გაიცანით KARGIGOGO … ქართული კუთხე აშშ-ში …

საქართველოში 2010 -ში ჩამოვიდნენ … და Peace Corps-ში მუშაობდნენ … შემდეგ კიდევ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში … ეხმარებოდნენ ახალგაზრდა ორგანიზაციებს ფეხზე დადგომაში … მაგრამ როგორც ჩანს იმდენ სუფრაზე იყვნენ, იმდენი დაალევინეს, ისე მოხიბლეს, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისთანავე წრაფი კვების ბრენდი – KARGIGOGO დააფუძნეს. მათი სახელებია Sean და McKinze.

ჰოდა აიტაცა მედიამ, აქეთ გაზეთები, იქეთ გამოფენები, ფესტივალები … უცებ გაიცნო პორტლენდის გურმანთა საზოგადოებამ და მალევე აიტაცა ახალი ქართული ბრენდი. მედიაში ხსენებაც არაერთია და რამოდენიმე პრიზიც აქვს მიღებული. მოკლედ, უბანში იცნობენ 🙂

დაათვალიერეთ ვებსაიტი და Facebook გვერდი. ძალიან მახარებს, რომ ქართულ ხინკალთან, ხაჭაპურთან, ნიგვზიან ბადრიჯანთან ერთად სხვა ქართული პროდუქტებიც იყიდება.

პორტლენდში თუ მოხვდით, აუცილებლად შეიარეთ 🙂 [მისამართი საიტზეა].