KAR.GE კატალოგის შექმნის ისტორია იცით?
მოძრაობა KAR.GE-ს დაარსების პირველი წელი გამორჩეული იყო იმით, რომ უამრავი ადამიანი საზღვარგარეთიდან გვიკავშირდებოდა სხვადასხვა ადგილობრივი ნაწარმის მწარმოებელთა მოძიების მიზნით. მონაცემთა ბაზიდან ხან ერთს მივაწოდე 15 მწარმოებლის კონტაქტები, ხან მეორეს 43, ხან მესამეს 3 და ა.შ. ეს ქმედებები ისე გახშირდა, რომ თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიიღო და ერთ დღესაც 2015-ში გადავწყვიტე რომ მორჩა, დავიღალე. საჭიროა რაღაც სხვა მექანიზმი რომ სასარგებლოც ვიყოთ და პროცესში არ გადავიწვათ.
არსებობდა პრობლემა. და ჩვენც შევქმნებით გადაწყვეტა …
2016 წლის იანვარში საფუძველი ჩავუყარეთ KAR.GE კატალოგს. ჩვენსავე საიტზე, მარტივ ფორმატში გავაკეთეთ მონაცემთა ბაზა და ის მწარმოებლები, რომელთაც 1 წლის მომსახურების სიმბოლური თანხა გადაიხადეს, განვათავსეთ ზედ. მათი გადახდილი ფულიც მთლიანად საქმეს მოხმარდა. გახსნა კი 2016 წლის 29 მარტს გამართულ პრეზენტაციაზე შედგა.
აქ როგორ გავჩერდებოდით? 2016 წელმა გვიჩვენა, რომ მხოლოდ ელექტრონული კატალოგი საკმარისი არაა და გადავწყვიტეთ საექსპორტო კატალოგიც გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ 2017 წლის იანვრიდან 3 თვის განმავლობაში გავაახლეთ KAR.GE ელექტრონული კატალოგი და პირველად შევქმენით “KAR.GE Export Catalogue 2017“. 6 აპრილს მშვენიერი პრეზენტაცია შედგა.
პრეზენტაციიდან 1 კვირაში ერთ-ერთ ტელეეთერში კატალოგით თავის მოწონების დროს ქალბატონმა დარეკა და გვისაყვედურა: თქვენ კი იცით, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ რომ არ ვიცით საქართველოში ქართული რა გამოდისო. ჰოდა იქვე გაჩნდა იდეაც. შედეგად შევქმენით საგაზეთო კატალოგი, დავბეჭდეთ და 25,000 ოჯახს და ორგანიზაციას საქართველოს მასშტაბით 2017 წლის 26 მაისისთვის საჩუქრად დავურიგეთ საგაზეთო გამოცემა – #ქართულიადაკარგია.
2018 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიმეორეთ “დუბლი”. ამჯერად კიდევ უფრო დახვეწილი კატალოგები გამოვუშვით. იხილეთ პრეზენტაცია, რომელიც 2018 წლის 3 აპრილს შედგა. 2018 წლის ბოლოსთვის KAR.GE კატალოგში 45 კომპანიის 54 ბრენდის 315 პროდუქტის წარმოდგენილი.
ეხლა რას ვაკეთებთ?
ამჯერად უკვე გარდა იმისა, რომ მეოთხედ ვაახლებთ KAR.GE ელექტრონულ კატალოგს და მესამედ ვქმნით საექსპორტო “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს, სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს საექსპორტო კატალოგში – Tradewithgeorgia.com -ზეც განვათავსებთ ჩვენი პარტნიორების ინფორმაციას.
ეს მხოლოდ მოკლე ისტორიაა, მშრალი ისტორია …
ამ წლების განმავლობაში რამდენი რამ მოხდა kar.ge-ზე იმის მესამედიც არაა ასახული. სწორედ ამიტომაა, რომ მყარად ვდგავართ და ნელა, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ.
აწარმოებთ?
შემოგვიერთდით და ერთად გავაკეთოთ ქართული საქმე!
ნახეთ შეთავაზება აქ: http://kar.ge/karge-catalogue/