ძალიან მახარებს, როცა kar.ge-ს მიერ გაკეთებულ თუნდაც მცირე, მაგრამ კარგი საქმის შესახებ ვგებულობ. ეს ნიშნავს, რომ kar.ge უკვე არის სასარგებლო. და აი კიდევ ერთი მაგალითი … ვგებულობ საიდან? თუ თქვენ მეტყვით, თორემ …
დაახლოებით თვენახევრის წინ kar.ge-ზე მილკენის შებოლილი სულგუნის შესახებ სტატია დავდე. მოკლე ხანში სტატიის ნახვის შემდეგ სულგუნი ათონელის 31-ში მდებარე სავაჭრო ობიექტში მოხვდა, რასაც ერთი მცირე სტატია მივუძღვენი.
ეს ფოტო კი გადაღებულია ფანასკერტელის 17-ში მდებარე ლოდის მაღაზიაში, რომლის წარმომადგენელი – ლადო ბენაშვილი ამ 2 კვირის წინ შემეხმიანა. კონტაქტების მიწოდების შემდეგ კი მილკენს დაუკავშირდა. და აჰა … კიდევ ერთ სავაჭრო წერტილში მოხვდა შებოლილი სულგუნი. ეს მცირე, მაგრამ მაინც არის წარმატება.
აწარმოებთ ქართულს? დაგვიკავშირდით და თქვენც “წაგიკრავთ ხელს“ …