მოძრაობა KAR.GE-ს გასული წლის აქტივობიდან და ასევე მიმდინარე წლის გეგმებიდან გამომდინარე გაჩნდა აუცილებლობა, რომ გვყავდეს პარტნიორი სასწავლო ცენტრი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით დაგვითმობს აუდიტორიას ჩვენს მიერ ჩატარებული სემინარების, ტრენინგებისა და ვებინარებისათვის.
გვირჩევნია ბიზნესის თემატიკის სწავლებაზე ბიზნეს სეგმენტზე ორიენტირებული მოწესრიგებული ორგანიზაცია [არა უნივერსიტეტი, სკოლა ან კოლეჯი], რომელსაც 1) აქვს სათანადო საქმიან აუდიტორიაზე გათვლილი სასწავლო პროგრამები, 2) მდებარეობს ადვილად მისადგომ ადგილას, სადაც მანქანის დაყენებაა შესაძლებელი, და 3) აღჭურვილია იმ დონეზე, რომ Live ვებინარების ჩატარება შეძლოს. ანუ ორგანიზაცია, რომლისთვისაც ჩვენთან ურთიერთობა ისევე საინტერესო იქნება, როგორც ჩვენთვის მასთან.
გეგმები?
1. უახლოესი გეგმაა გამოვაცხადოთ და ჩავატაროთ ტრენინგი SMM და Content Marketing-ში მოძრაობა KAR.GE-ს აქტივობაში ჩართვის მოსურნე ადამიანებისათვის. ეს ტრენინგი მთლიანად დაეფუძნება გასულ წელს საქმიანობის შედეგად დაგროვილ ჩვენს პრაქტიკულ გამოცდილებას. მთავარი მიზანია შევქმნა და გავავითარო გუნდი, რომელიც სისტემატურად იმუშავებს kar.ge განვითარებაზე.
2. გამოწვევის მონაწილეების სწავლება/ორიენტირება. ჩვენ გეგმაში გვაქვს დიდი ეროვნული გამოწვევების განხორციელება. აი მაგალითად როგორი გავაკეთეთ 2015 წლის დეკემბერში, და კიდევ უფრო მასშტაბურის. ამ წამოწყებას კი სჭირდება სპეციფიკური უნარების მცოდნე და უნარიანი ადამიანების კრიტიკული მასა, რომელთაც ჩვენ მოვამზადებთ.
3. ვებინარების ჩატარება საქმიანი ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ თავიანთი ბიზნეს აქტივობების „შემდეგ დონეზე“ გადაყვანა.
მოძრაობა KAR.GE-სთან ურთიერთობა ჩვენი პარტნიორისთვის საინტერესო იქნება მრავალი კუთხით და ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ. გთხოვთ შეგვეხმიანეთ აქვე FB კომენტარებში ან პირადად.
მადლობა!