მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვააო ხომ იცით?
ასეთ საქმეს ვართ სწორედ მოკიდებული. მოძრაობა kar.ge რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ თუ გინდა რამე მნიშვნელოვანი შედეგი მიიღო, მარტო ვერ მოახერხებ ამას, დაინტერესებულ ადამიანებთან ძალების გაერთიანებაა საჭირო, რისთვისაც ყოველთვის მზად ვარ! ამიტომაც მოძრაობა kar.ge პალიტრა მედიას მიერ წამოწყებულ კამპანიას – #იყიდექართული უერთდება
ზუსტად ეს იყო მიზანი გუშინ, 7 ოქტომბერს, როცა პალიტრა მედიამ ბიბლუს გალეარეაში გაგვაერთიანა რამოდენიმე დაინტერესებული ადამიანი/ორგანიზაცია. აქ იყო პალიტრა მედიას მენეჯმენტი, „კვირის პალიტრა“-ს გუნდი, BPN გუნდი, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, კომპანია ნიკორა, ბარამბო, თიბისი ლიზინგი და მე. ცხადია 2 საათის განმავლობაში მხოლოდ გავიცანით ერთმანეთი და აზრები გავაზიარეთ, მაგრამ როგორც წესი ამით იწყება ხოლმე …
ჩვენ მოვიფიქრებთ ისეთი ტიპის საქმიანობებს, რომლითაც ქართული პროდუქტების შესყიდვის მხარდაჭერას ახალ დონეზე ერთად გავიყვანთ! მთავარია თემა მინიმუმ „ნელ ცეცხლზე“ შევინარჩუნოთ და მეგობრები „გავამრავლოთ“ …
მადლობა შეხვედრის თითოეულ მონაწილეს!
ძალა ერთობაშია!