kar.ge მოძრაობა ნელ-ნელა ძლიერდება. ჩვენს საცხოვრებელ გარემოს თუ გადავხედავთ სხვა გზა არცაა: ჩვენ თუ არ მივხედეთ საკუთარ თავს, ამ შემთხვევაში კი ჩვენ თუ არ ვიყიდეთ ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქცია, გადამთიელი მით უმეტეს არ გააკეთებს ამას. მაგრამ მარტო ყიდვა არ კმარა. სულ უფრო მეტ ადამიანს უნდა ავუხსნათ, თუ რატომ არის ქართული სყიდვა აუცილებელი. ასე მგონია მე. ამ საქმეში კი საერთო მიზნების მიღწევის ერთი გზა არსებობს მხოლოდ – ძალების გაერთიანებაა საჭირო.
გაიცანით ზვიად ხითარიშვილი (Facebook პროფილი), ადამიანი, რომელით გვიერთდება ამ საერთო ბრძოლაში.
”
მიმაჩნია რომ ქვეყნის სასიკეთო წამოწყებაა და რეალური შედეგის მოტანა შეუძლია. დღეს მიკვირს კიდეც რატომ აქამდე არ ხდებოდა ამ იდეის პოპულარიზაცია და რატომ ყველა ამ იდეით არ ცხოვრობდა დღემდე.
მოლოდინი ჯერ ბუნდოვანია, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოძრაობა წარმატებული იქნება და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემდე მიიტანს თავის სათქმელს და ყველას დააფიქრებს.
როდესაც არჩევანი მომცემს ამის საშუალებას ყოველთვის შევიძენ ქართულ პროდუქტს და ვეცდები “ქცევის ამ ნორმის” პოპულარიზაციას. ზოგადად მიმაჩნია რომ წუწუნს უნდა შევეშვათ და ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი გავაკეთოთ ქვეყნის სასიკეთოდ.
“
თქვენც შემოგვიერთდით! kar.ge კარი ღიაა გვერდში დგომის მოსურნეთათვის …