2014 წლის დეკემბერში, როცა მოძრაობა KAR.GE პირველ ნაბიჯებს დგამდა, საქართველოში ქართული პროდუქციას პოპულარიზებას მხოლოდ „აირჩიე ქართული“ უწევდა გამოფენა-გაყიდვების ორგანიზების გზით.
უდიდესი შრომის შედეგად მოძრაობა KAR.GE-მ სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად 2015 წლის სექტემბერში ისეთი ხმაურიანი „ბომბი“ გააგდო, რომ ამან ქართული საქმისკენ მოულოდნელად დიდი ყურადღება მიიზიდა.
შედეგად ამისა [შესაძლოა ეს დროის ძახილიც იყო, ვინ იცის] მედია პალიტრამ თავისი კამპანია დაიწყო – „იყიდე ქართული“, SMART-მაც თავისი – „შეიძინე ქართული“, ქართული ბიზნეს სექტორის მხრიდანაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, თავდაცვის სამინისტრომ ქართული ხორცის შესაძენად ტენდერიც კი გამოაცხადა, ქართული მედია ორგანიზაციების მხრიდანაც წამოვიდა მხარდაჭერა [საზოგადოებრივი არხი, იბერია, GDS] … მაგრამ TV მაესტრომ და მისმა საქმიანმა გუნდმა ყველაზე სერიოზულად „ჩაავლო“ თემას და ეს ძალიან მახარებს.
უღრმესი მადლობა ბნ. სანდრო ვეფხვაძეს და TV მაესტროს მთელს საქმიან შემოქმედებით გუნდს ბნ. გიორგი ისაკაძის მეთაურობით, რომ ასე აქტიურად უკეთებთ პოპულარიზებას ყველაფერს ქართულს. ოთხშაბათს, 13 აპრილს, სანდროს მოწვევით KAR.GE კატალოგის შესახებ ვისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. ვიდეოში ნახეთ რატომ შევქმენით KAR.GE კატალოგი და რას სარგებლობა მოაქვს მას …