ქართული პროდუქცია ბოლოს როდის იყიდე?
ყიდულობ კი ქართულს საერთოდ?
აჰ, არ ენდობი ქართველ ბიზ[მ]ესმენებს?
აბა ვის ენდობი? იმპორტულს? ღრუსულს?
577,000,000-მდე აშშ დოლარის ღრუსული პროდუქტი გასაღდა საქართველოში 2014 წელს. ამით დაფინანსდა ღრუსეთის განვითარება, ღრუსული ბიუჯეტი, ღრუსი დასაქმებული და ღრუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში გასროლილი ყოველი ღრუსული ტყვია. აცნობიერებ, რომ ამის მონაწილე ხარ?
აამოქმედე შენში არსებული ძალა, გააკეთე ის რის თაობაზეც ამ 14 წუთიან გამოსვლაში ვლაპარაკობ, გააკეთე ქართული საქმე ყოველდღიურად და გარანტიას გაძლევთ 10 წელიწადში ამერიკელი, ესპანელი, ბერძენი და ა.შ. ერების წარმომადგენლები რიგში ჩადგებიან ჩვენი მოხუცების მოსავლელად [11:35-დან იწყება მთავარი გზავნილი].
თორემ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპით [5%] და მზარდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსით [2014 წელს 5,735 მილიარდი USD] 50 წლის შემდეგაც მაჩანჩალა ქვეყნების კატეგორიაში ვიქნებით, თუ საერთოდ ვიქნებით.
https://www.youtube.com/watch?v=LUDQnIALNGg
ერთად გავაკეთოთ kar.ge ქართული საქმე!
** გამოსვლა შედგა Nx პროექტის ფარგლებში. მადლობა Nx-ის გუნდს, რომ საშუალება მომცა სათქმელი მეთქვა!