ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > მეწარმეებისათვის: იგეგმება kar.ge ქართული წარმოების პროდუქტების ბაზრობა
ბაზრობა

მეწარმეებისათვის: იგეგმება kar.ge ქართული წარმოების პროდუქტების ბაზრობა

პატივცემულო მეწარმეებო,

kar.ge ჩამოყალიბების დღიდან აქცენტს ვაკეთებდით ონლაინ პლატფორმის დახვეწასა და განვითარებაზე, ჩვენს ირგვლივ კარგი აქტივობების მხარდაჭერაზე, ქართული ნაწარმის პოპულარიზებაზე, მაგრამ აქტივობა და ინტერესი გვიჩვენებს, რომ უფრო სასარგებლო საქმის გაკეთების დრო ახლოვდება. ამიტომ, ჩვენი უახლოესი ამოცანა გახდა ჩავატაროთkar.ge ქართული წარმოების პროდუქტების ბაზრობა“ [სახელი დაზუსტდება].

ამიტომ, თუ თქვენ საქართველოში აწარმოებთ რაიმე ქართულ პროდუქტს და გაინტერესებთ გაზარდოთ თქვენი პროდუქტების ცნობადობა/გაყიდვები kar.ge ქართული წარმოების პროდუქტების ბაზრობაში მონაწილეობით, დამიკავშირდით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

 

კეთილი სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე

contact@tarielzivzivadze.ge

577 73 79 64