ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > JIM – აჯიკა ნიგვზით ნაკლებ ცხარე, დღე #25

JIM – აჯიკა ნიგვზით ნაკლებ ცხარე, დღე #25

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

სერიოზული ქართული პროდუქტი მინდა დღეს გაგაცნოთ, რომელიც მე თვითონაც გუშინ აღმოვაჩინე. დაგვიკავშირდა თავად მწარმოებელი, რომელიც ძალიან დაინტერესდა მოძრაობა KAR.GE-ს საქმიანობით და KAR.GE კატალოგში ჩართვა გადაწყვიტა. ეს არის შპს „ჯიმ“, რომელიც სვანურ მარილს და საკუთარი რეცეპტით დამზადებულ აჯიკას აწარმოებს.

თითქოს აჯიკაში რა უნდა გაგიკვირდეს ხომ საქართველოში? თითქოს ყველა აჯიკას და სვანურ მარილს აკეთებს ხომ? არც მასეა საქმეა. აღმოვაჩინე, რომ ასორტიმენტში არსებული 5 პროდუქტისგან გამოიყოფა ნიგვზიანი აჯიკა, რომელიც გამოდის ნაკლებცხარე და ცხარე.

ამ შემთხვევაში სურათზე თქვენ ნიგვზიან აჯიკას ხედავთ, რომელიც ნაკლებცხარეა. უგემრიელესია ნამდვილად. თან ფერიც მიმზიდველი აქვს, შეფუთვაც ორიგინალური. მცირე პარტიაა ჯერ დამზადებული და ნელ-ნელა შევა ქსელებში. თბილისში ორ ადგილას იყიდება, ლესელიძეზე ქართულ კალათაში და ფალიაშვილზე არისტეუსში.

KAR.GE კატალოგში პირველი აჯიკების ნაირსახეობა და სვანური მარილი შემოგვიერთდება სულ მალე. ამიერიდან როცა საექსპორტოდ ამ ორი სახის პროდუქციაზე დამიკავშირდებიან, მეცოდინება ვისკენ გადავამისამართო.