სირცხვილი itechnic

ამის გაკეთება არ შეიძლებოდა! Steve Jobs ალბათ საფლავში ბრუნავს…

ამ დღეებში თანადგომის ბევრი შემთხვევა ვიხილეთ ერთად. ეხლა კი ეზიარეთ ნიმუშს იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცე კრიზისულ სიტუაციაში … არ მინდოდა ამის დადება, მაგრამ იმდენად სამარცხვინოა, რომ … ბრენდირებული მაგიდის დადგმა ქუჩაში, ბრენდირებული მაისურებით საკვების დარიგება, ვითომ დახმარება მაგრამ ასე? ბავშვებს რას ვერჩი, როგორც ჩანს მათი უფროსი “ვერ ქაჩავს” …

– სირცხვილია ბრენდირებული მაგიდის დადგმა სადაც ასე ბრტყლად აკეთებ საკუთარი თავის ვაირეკლამას …
– რა აზრი აქვს ამ მაგიდის დადგმას შუა ჭავჭავაძეზე თუ არა წმინდა რეკლამირება? ადექი და ჩაიტანე სადაც საჭიროა … რომ ჰკითხო რეკლამას არ აკეთებენ …
– არ შეიძლება ბრენდირებული მაისურებით შეკაზმულებს საკვები და წყალი ჩაატანინო სტიქიის ზონაში …

ძალიან ბევრი კომპანია აკეთებს ანალოგიურს, და უფრო მეტს, მაგრამ არ ყვირიან. ITechnic – სირცხვილი თქვენ … ეს რომ ვინმე „ჭ“ კომპანიამ გააკეთოს, არც არავინ მიაქცევს ყურადღებას, მაგრამ თქვენც?

 

00

04

05

06

08

09

10

 

 

PS
მხოლოდ ისეთი სურათები ავარჩიე, სადაც iTechnic-ის თანამშრომლები არ ჩანან. მათი ბრალი არაა რომ მათი უფროსი „ვერ ქაჩავს“.