ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ido.ge

iDo.ge – დასაქმდი და დაასაქმე!

რამოდენიმე პროფესიაა, რომლის სპეციალისტსაც საერთოდ არ სჭირდება დამკვეთთან პირისპირ კონტაქტი. საკმარისია დამკვეთმა ამოცანა დასვას და შემსრულებელიც ასრულებს მას … თუ არსებობს სათანადო ადგილი სადღაც, მყარ დისკზე თუნდაც … საქართველოშიც არსებობს დასაქმების ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეიძლება გააკეთოთ ფული ან იპოვოთ თქვენი პროექტის შემსრულებელი გუნდი/ადამიანი.

მსოფლიოში ამ ტიპის საქმიანობებს დიდი მასშტაბი და ბრუნვა აქვთ. მაგალითისთვის https://www.freelancer.com/ -იც საკმარისია, სადაც მილიობინოთ დამსაქმებელი და შემსრულებელია თავმოყრილი. საქართველოს მცირე ბაზარი აიტანს თუ არა ido.ge-ს ამას დრო გვიჩვენებს. მე კი თუ სათანადო ამოცანა გამომიჩნდა, აუცილებლად ვისარგებლებ ido.ge მომსახურებით, თუნდაც იმიტომ, რომ შევამოწმო სისტემა.

აქვე აღვნიშნავ, რომ iDo.ge აბსოლუტურად განსხვავდება jobs.ge-სა და hr.com.ge-სგან, თუმცა საწყისი პოზიცია აშკარად უფრო მოკრძალებულია. რაც ido.ge-ს პირველ რიგში სჭირდება არის დამკვეთები. ამიტომ გუნდს შევთავაზებდი უფრო მეტი იმუშავონ რეალური დამკვეთების და რეალური საქმეების მოძიებაზე. სწორედ ესაა „თაფლი“, რომელზედაც ფუტკარი მოფრინდება. შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია ამ კუთხით იყოს მსხვილ სარეკლამო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც მუდმივად აქვს კლიენტების დაკვეთები. ამ გზით თქვენც გექნებოდათ საქმე და მათაც ეყოლებოდათ შემსრულებელი.

როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს ასეთი სერვისს საქართველოში?