ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf

სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf ნიმუში

სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf ნიმუში სტატიის ბოლოში თანდართული, ისევე როგორც ამ სტატიაში მოცემული რჩევები გამოგადგებათ თითოეულს, ვინც სასტუმროს აშენებს და საამისოდ ბიზნეს გეგმის დაწერა აქვს გადაწყვეტილი.

ამ სტატიის წერის მომენტში დამირეკა ადამიანმა, რომელმაც შენობა იყიდა რეგიონში სასტუმროს გაკეთების მიზნით და გადაწყვიტა საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმის დაწერა.

ცხადია გავიარეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა მიწა ვისია და სადაა, ადგილმდებარეობის შესწავლის თემა, დარგში არსებული ტენდენციები და მის რეგიონში გასაკეთებელი გლობალური პროექტების ჩამონათვალი.


[დააწკაპუნე ბანერზე და დარეკავ]


გამოვკვეთეთ ის თემები, რომლებიც უნდა გაარკვიოს საიმისოდ, რომ მისი ბიზნეს გეგმა იყოს დაწერადი (ანუ, მე შემეძლოს მუშაობის დაწყება).

დავიწყოთ მთავარით: ამ თემაში პრინციპულად მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი – განესხვავე ან მოკვდი! სასტუმროს ბიზნეს გეგმა უნდა სწორედ ამაზე აიგოს.

განსხვავებული რითი?

შეიძლება იმით, რომ ისეთ რეგიონში ხარ, სადაც სხვა სასტუმრო არ არის

ან თავად სასტუმროა განსაკუთრებული (მაგალითად 3200 მეტრზეა ზღვის დონიდან)

შეიძლება პერსონალი გყავთ განსხვავებული

ან შეიძლება სახელი დაარქვათ განსხვავებული

შეიძლება მინერალური წყაროა ახლოს

ან შეიძლება რამე კლიმატური მიკრო ზონაა ახლოს, ან დაცული ტერიტორია

მოკლედ, ბევრი გზაა საიმისოდ, რომ მიაღწიოთ განსხვავებულობას!

საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმის დაწერა კი სწორედ ის ეტაპია, როცა ეს უნდა გააკეთოთ, დაგეგმარების ეტაპზე!

არქიტექტორთან მუშაობა

სასტუმროს ბიზნეს გეგმა ყოველთვის ჯობია არქიტექტორთან მუშაობის დაწყებამდე დაწეროთ.

რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა არქიტექტურული პროექტი ისე იყო გაკეთებული, რომ ბიზნეს მიზნებს არ შეესაბამებოდა.

ერთი შემთხვევა მახსენდება, ფართი იყო 240+ კვადრატული, და მხოლოდ 6 სასტუმრო ნომერი ჰქონდა “გამოჭრილი” არქიტექტორს.

ბიზნეს გეგმის დაწერის შემდეგ რიცხვებში გამოჩნდა, რომ 6 ნომრით დამფუძნებელი “ფულს ვერ დაინახავდა” ვერასდროს. 8 ნომერზე სადღაც 6-7 წლის თავზე ამოიღებდა თავს და მერე “იცოდვილებდა”, 10 ნომრით კი კომფორტულად ამუშავებდა ბიზნესს, რომელსაც 3 წელიწადში უკვე პლიუსზე გაუშვებდა.

ეს ყველაფერი დასრულებულ ბიზნეს გეგმაში რომ დაინახა დამკვეთმა (მანამდე არ ჩანს საერთო სურათი) მაშინვე მოთხოვა არქიტექტორს შეეცვალა პროექტი, თუნდაც თანხის დამატების სანაცვლოდ.

არქიტექტორმა კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა!

საბოლოოდ ახალი არქიტექტორის მოძებნა და ხარჯის ხელმეორედ გაღება გახდა საჭირო.

დასკვნა ასეთია:

არქიტექტორს უნდა დაუსვათ ბიზნეს ამოცანა. ოღონდ ამას გააზრებულად მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა ბიზნეს გეგმა წინ გიდევთ.

რატომ არის ახლა საუკეთესო დრო სასტუმრო თემაში ინვესტიციებისთვის?

2019 წელს 9,4+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში (გახსოვთ რა დრო იყო?). ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდებოდა 2019 წლის ჩათვლით, რომ ქვეყანაში წამყვანი დარგი გახდა, მინიმუმ 250,000 დასაქმებულით.

სხვათა შორის, 2019 წელს ტურიზმმა თითქმის 3,5 მილიარდი USD შემოიტანა ქვეყანაში.

2020 წელი ვარდნის წელი იყო. ტურიზმი 95%-ით შეიცირდა (ანუ, 20-ჯერ). სასტუმროთა რაღაც ნაწილი COVID სასტუმრებად გადაკეთდა, ზოგმა ცოტა იმუშავა. 80 % მეტი ფაქტობრივად დაკეტილი იყო. 2021 წელს დიდად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდა 2019-თან შედარებით, თუმცა მთლიანობაში 25-30%-მდე ავიდა. 2022 წელს აღმასვლა არის (ალბათ 2019-ის 60-70%-მდე ავა), მაგრამ ტურიზმის 2019 წლის დონეზე აღდგენა დიდი ალბათობით 2024 წელს მოხდება.

მიუხედავად ამ ჩავარდნილი პერიოდისა, მე ვფიქრობ რომ სასტუმროში ინვესტიციას მაინც აქვს აზრი. სხვა საკითხია ბანკი რამდენად წამოგყვებათ.

ტურისტული ნაკადი ჩვენკენ არ შემცირდება, შემოსულ ტურისტებს კი გასაჩერებელი ადგილი ყოველთვის დასჭირდებათ.

და სწორედ ამიტომ, სანამ დროა, ანუ, სანამ არააქტიური დროა, გამოიყენეთ ეს პერიოდი და ჩადეთ სასტუმრო ბიზნესში ფული.

ეს არის შესაძლებლობათა დიდი არეალი, და ყველას, პრაქტიკულად ყველას, რომელიც ბიზნესს გულიანად მიუდგება ტურიზმი ინდუსტრიაში (მძღოლი იქნება ის თუ მარნის მფლობელი), აქვს ფულის შოვნის შესაძლებლობა.

მცირეოდენი სტატისტიკა

სასტუმრო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. საქართველოში წელიწადში სხვადასხვა ზომის 150-მდე სასტუმრო ემატება. თუ რა თქმა უნდა 2022 დ 2021 არ ჩავთვლით.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას, ტურიზმის სააგენტოს და სტატისტიკის სამსახურის მონაცემების ანალიზისას აღმოვაჩინე, რომ 2022 წლისთვის საქართველოში არის 1171 სასტუმრო, 1279 საოჯახო სასტუმრო, 454 სასტუმრო სახლი და 225 სხვა ტიპის სასტუმრო დაწესებულებაა.

ჯამში 2025 წელს საქართველოში სახეზე გვექნება მინიმუმ 3,454 სასტუმრო დაწესებულება, მინიმუმ 63,275 ნომრით და 146,150 საწოლით.

აქ კიდევ არ შედის უამრავი განთავსების წერტილი საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობაში.

მთავარი არის შემდეგი:

სასტუმრო ბიზნესი მომგებიანი თემაა, ოღონდ თემას ჭკვიანურად უნდა თავიდანვე დალაგება. რამდენიმე ნიუანსი:

მეტად მნიშვნელოვანი აქ არის შემდეგი:

ჯგუფის მიღება უნდა შეგეძლოს! ანუ, რეგიონში გაკეთებული სასტუმრო ჯობია მინიმუმ 20 ადამიანზე მაინც იყოს გათვლილი.

თუ მიმართავთ აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა აუცილებლად დაგჭირდებათ.

ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და წინასწარ უნდა დაიჭირო თადარიგი.

თან, ეს არ არის ჩვეულებრივი პროექტის დაწერა. ბიზნეს გეგმის მიმართ სხვა მოთხოვნებია.

აქ ნახეთ როგორ იწერება ბიზნეს გეგმა თუ მის გაკეთებას თვითონ გადაწყვეტთ.

მივმართავდი ემიგრანტებს

საქართველოში თუ გაქვთ მიწა რეგიონში, დაფიქრდით, იქნებ საოჯახო სასტუმროს გაკეთებას ჰქონდეს აზრი.

50,000 USD ინვესტიციით შეიძლება ნორმალური სასტუმროს წამოჭიმვა თუ ადგილზე შემსრულებელი ჯგუფი გყავთ.

ან შეიძლება თქვენ აპირებდეთ დაბრუნებას და თქვენთვის მოიმზადოთ ნიადაგი წინასწარ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს იდეა თქვენს ყურადღებას იმსახურებს!

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია) ან მომწეროთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა. დაკვალიანებას არ დაგზარდებით!

და ბოლოს, მცირე საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf – ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება. სწორედ ამიტომ გიზიარებთ მას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ. დამკვეთთან კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”). ეს არის მცირე სასტუმროს ბიზნეს გეგმის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე. მომწონს თუ არა სხვა საკითხია.

საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმის ნიმუში

ჩამოტვირთეთ აქ.

აქ კი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია და რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100%.


[დააწკაპუნე ბანერზე და დარეკავ]