ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > Grow local, buy local – ადგილობრივი პროდუქციის გიდი

Grow local, buy local – ადგილობრივი პროდუქციის გიდი

Grow local, buy local – ეს არის სლოგანი კამპანიისა, რომელსაც წელს აშშ-ში ჯეფერსონის საგრაფოს კორნელის უნივერსიტეტის კოოპერატივების ექსტენციის ცენტრი 2016 წელს აწარმოებს და მის ფარგლებში 2016 წლის ადგილობრივი საკვების გიდს აკეთებს. მიზანი? მყიდველმა იცოდეს სად და რა ადგილობრივი წარმოების სს პროდუქცია შეიძლება იყიდოს.

კორნელის უნივერსიტეტის კოოპერატივების ექსტენციის ცენტრში აშკარად კარგად ესმით, რომ ფერმერის დაკავშირება საბოლოო მომხმარებელთან შუამავლის გარეშე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ფერმერული ბაზრების გარდა იყენებენ ისეთ საშუალებას, როგორიცაა მყიდველების მოსაზიდად ასეთი ტიპის გიდებია გაკეთება. ცხადია გიდი უფასოა და იგი რიგდება [ წყარო ].

და ჩვენთან რა ხდება საქართველოში?

ჩვენთან არის ფერმერული ექსტენციის ცენტრები, მაგრამ მათი ამოცანა რეალურად არაა ფერმერის ბაზართან დაკავშირება. საბაზრო ინფორმაციის მიწოდება არ ითვლება. თუ არასწორს ვამბობ, მიჩვენეთ საპირისპიროს მაგალითი, ოღონდ ის არა, წელიწადში ერთხელ რომ ლეღვის ფოთლის დანიშნულებით ფერმერული პროდუქციის ბაზრობა კეთდება. სოფლის მეურნეობის საკითხში ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ჩამორჩენილი ვართ  … გასაზრდელი გვაქვს მწარმოებლურობა, წარმოების მოცულობა, ტექნოლოგიებია შემოსატანი და ა.შ. იმედია მალე დადგება დრო, როცა წინ ერთი ნაბიჯი მაინც გადაიდგება … „წინ“ ვგულისხმობ ნაბიჯს ბაზრისკენ, ნაბიჯს გაყიდვებისკენ.

სხვათა შორის იგივე გააკეთეს ცოტა ხნის წინ ოქსფორდში, დიდ ბრიტანეთში. აქ 32 გვერდიანი ბროშურა გამოუშვეს, რომელიც ერთი ფუნტი ღირს და დაინტერესებულებს ადგილობრივად წარმოებული პროდუქციას აცნობს.