ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა

საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა

საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა ვისაც სურს, მათთვის ჩვეულებრივ ორი მთავარი სათქმელი მაქვს. ამათზე ქვემოთ, მანამდე კი … 

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფონდები დიდი ხანია მუშაობენ. ხშირია შემთხვევები, როცა ეს ფონდები რეგიონებში საგრანტო პროექტებს აცხადებენ.

როცა მსგავსი კონკურსი ცხადდება ტელეფონზე დღეში ორი ადამიანი მაინც მირეკავს.

1) დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი განვითარება ფონდის პრიორიტეტი არ არის!

თითქოს პარადოქსალურია ხომ? მაგრამ ჩემი საქმიანობის 20+ წლიანი გამოცდილება მკარნახობს შემდეგს: მათი (საერთაშორისო ფონდების) მთავარი საზრუნავი არის არა თქვენი ბიზნესის და თქვენი რეალური განვითარება, არამედ ე.წ. “წარმატების ისტორიების” შექმნა.

მათი მოდელი, რომელსაც ხშირად დახმარებად “გვაყვედრიან” მარტივია: ასობით აპლიკაციიდან აარჩევენ იმას, რომელსაც წარმატების დიდი შანსი (ვყოფილვარ მედლის “იმ” მხარეს და დამერწმუნოთ ვიცი როგორ მუშაობს სისტემა) აქვს და მათთვის “საწვავის ჩასხმის” გზით ქმნიან წარმატების ისტორიას.

ამით “მონიშნავენ” კიდევ ერთ “პტიჩკას” გაკეთებული საქმეების სიაში და სულ ესაა (მათაც ხომ უნდა დაუსაბუთონ თავიანთ დონორს, რომ “კარგი ბიჭები” არიან?).

ფონდების უმეტესობის მიდგომები წმინდა საბჭოთა მიდგომებია:

გავავითაროთ წარმოება!

(ასე იყო 200 წლის წინაც, სსრკ-ს დროს და ასეა ეხლა ჩვენს ქვეყანაში).

არადა მდგრადი განვითარება თუ გინდა მიიღო, გაყიდვების თემაა პირველ ადგილზე დასაყენებელი.

ჩემი ასეთი მოსაზრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საგრანტო შესაძლებლობით არ ისარგებლოთ.

მეტიც, ისარგებლეთ როგორც შეგიძლიათ.

უბრალოდ, როცა იცი ვისი მოტივაცია რეალურად რა არის, უფრო ფხიზლად უყურებ მოვლენებს და იცი რომელ პედალს მიაჭირო (მაგალითად, “გაუსწორე” და მიეცი საშუალება, რომ შექმნათ ეს “წარმატების ისტორია”. თქვენც მოიგებთ და ისინიც).

2) საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა მართლაც ადვილია და ამაში ფულის გადახდა არ ღირს. ჯობია ისწავლო და თვითონ გააკეთო.

ამ ფონდებს იმდენად მარტივი განაცხადის ფორმა აქვთ (ამაზე ნამდვილად კარგად ზრუნავენ), რომ ერთადერთი, რაც სჭირდება არის შეკითხვაზე პასუხის გაცემა.

ოღონდ ჩვენი მოსახლეობის უბედურება ისაა, რომ აქ ჩვენში შეკითხვაზე პასუხის გაცემა 10-დან 9-მ არ იცის.

ამ პასუხის ჩამოყალიბება კი კიდევ უფრო მეტმა არ იცის.

მე ვიცი ერთი: ფონდის მიზანი თქვენი განვითარება შეიძლება არ არის, მაგრამ თქვენ რომ განვითარება გწყურიათ ეს ვიცი.

გამჭრიახი ადამიანების დაკვალიანება სწორად თუ მოხდება, ის თვითონაც გააკეთებს ბიზნეს გეგმის განაცხადს. გაუჭირდება თავიდან, მაგრამ ისწავლის და გრძელვადიან პერსპექტივაში ის მეტ ხეირს ნახავს ამ საქმიანობისგან. გამიკეთებია ეს და არაერთხელაც, შედეგიც მიმიღია.

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით!