ხაზგასმით უნდა აღვნიშნო მთავარი: ეს მეგრული აჯიკა უგემრიელესია! და რაც მახსოვს GNP-ს პროდუქტი [რაც გამისინჯავს] ყველაფერი გემრიელია. კომპანიას აშკარად შეუძლია ხარისხიანი პროდუქტი დადოს დახლზე და რაც ყველაზე საინტერესოა დევს კიდეც, როგორც სერიოზულ ქსელებში, ასევე უბრალო მარკეტებშიც. ფასიც ნორმალური აქვს ხოლმე.
ეს კონკრეტული მეგრული აჯიკა გუდვილში შევიძინე 85 თეთრად. რაც აშკარად გამიკვირდა არის შეფუთვა … კომპანიის Facebook გვერდზე და საიტზე წითელი შეფუთვითაა, ეს კი თეთრ პლასტიკის ბოთლშია. ეტყობა ის სხვაა და ეს სხვა [წითელ შეფუთვაში რომელიცაა ის უკვე წარმოდგენილია kar.ge-ზე].
ასეთი კარგი პროდუქტების მწარმოებელს მინდა ორი კონკრეტული რჩევა შევთავაზო:
- ვებსაიტი მომიტევეთ, მაგრამ სრულიად არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რაც გემოვნების კუთხით გაქვთ.
- Facebook გვერდი – ასევე სრულიად გადასახალისებელია.
კიდევ დავწერდი რჩევებს, მაგრამ დანარჩენს მწარმოებელს მივაწვდი თუ დაინტერესდება. თქვენ კი იყიდეთ და გასინჯეთ ეს უგემრიელესი მეგრული აჯიკა და გვაცნობეთ რას ფიქრობთ 🙂