🇬🇪 ბევრი ემიგრანტისთვის დაბრუნებისთანავე, ან დაბრუნებამდე საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან მიმზიდველი იდეაა.
სავარაუდოდ შენთვისაც.
თუმცა,
იმის გამო რომ არასწორად შეაფასებ აქაურ რეალობას …
ზედაპირულად შეარჩევ იდეას …
არასაკმარისი კაპიტალით დაიწყებ …
არასწორად დაიწყებ …
არასწორი გუნდით დაიწყებ …
ფუჭი იმედებით დაიწყებ …
და რაც მთავარია – ბიზნეს გეგმის გარეშე დაიწყებ …
შედეგად დაგიდგება ორიდან ერთი:
უკეთეს შემთხვევაში მოგებაზე ვერასოდეს გახვალ, ან უარეს შემთხვევაში ზარალში გადავარდები და ბიზნესს დაკარგავ.
ამიტომ, სანამ რამეს დაიწყებ, გაითვალისწინე:
1. დაიწყე ბიზნეს გეგმის დაწერით.
იმიტომ კი არა რომ მის გარეშე არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ რეალური სურათი დაგანახო. ჩემთან კომუნიკაცია დიდ დროს/ფულს/ენერგიას დაგიზოგავს. 25+ წელია ამ სფეროში ვარ და ძალიან ბევრი მენდობა, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. 5 წუთიანი WhatsApp-ზე საუბარიც კი ხშირად საკმარისია, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე დაგანახო. არ ვაჭარბებ. აუცილებელი წინაპირობა ისაა, რომ იცოდე რა გინდა.
საქმეს ისიც აადვილებს, რომ ბიზნეს გეგმა შეგვიძლია დისტანციურადაც გავაკეთოთ.
2. ბიზნეს გეგმის დაწერის ხარჯს შეხედე როგორც დაზღვევის გადასახადს!
ასეულ ათასები და შეიძლება მილიონებიც კი გინდა ჩადო საქმეში და განა არ ღირს ამის 1-2% დაზღვევაში გადაიხადო?
იქნებ საერთოდ აზრი არ აქვს იმას, რაც ჩაფიქრებული გაქვს?
თუ ამ საქმეს პროფესიონალი გააკეთებს, თავიდან აიცილებ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც ან საერთოდ ვერ ხდება ან ძალიან ძვირი ჯდება.
3. გამოიყენე აქტიური პროგრამები.
ისინი დაგეხმარებიან, თუმცა მუდმივად იცვლება მათ პირობები. ჩემთან კავშირით დაფინანსების შესაძლებლობების პულსზეც დაადებ თითს და არაფერი გამოგრჩება.
4. საიმედო წყაროებზე დაყრდნობა.
ბიზნეს გეგმაში ასევე კრიტიკულია უახლესი ადგილობრივი მონაცემების ასახვა. რა წყაროს დაეყრდნობით მნიშვნელოვანია. შესაძლო ძველი ციფრები, რომლებიც გახსოვს როცა აქედან წახვედი (ფასები, მიწოდების ღირებულება, ხელფასები, კონკურენტები), დიდწილად აღარ ასახავდნენ დღევანდელ რეალობას.
5. ბიზნეს გრანტების თემა მკვდარია!
თუ ვინმემ აქამდე რამე მოასწრო, ჩათვალე შერჩა და დაივიწყე. თუ 2023-ში და 2024-ის პირველ ნახევარში დროის ნებისმიერ მომენტში 15-20 საგრანტო კონკურსი იყო აქტიური, დღეს 1-2 თუ ნახე ისიც მიღწევაა.
გრანტის იმედი გქონდა? რამე საშენო რომც გამოჩნდეს, მოგების შანსი გექნება 1%-ზე ნაკლები, მით უმეტეს დამწყებს. საქართველოში ბიზნესის დაწყება გრანტის იმედზე ყოფნა … ეს უკვე ისტორიის თემაა. საქმის გაკეთბა თუ გინდა გრანტი დაივიწყე.
6. დღეს დაფინანსების სამი რეალური გზა დარჩა საქართველოში: ჯიბე, ბანკი და ინვესტორი.
ან ამათი კომბინაცია. სახელმწიფო პროგრამები არის, მაგრამ მათ აბსოლუტური უმრავლესობა ბანკის გავლითაა მაინც. ცხადია სრული ინფორმაცია მაქვს თუ სად რა ხდება. ამ ყველაფერს შენც გაიგებ.
7. სესხი თუ დაგჭირდება იცოდე, რომ ბანკები მოგთხოვენ შემოსავლების დადასტურებას.
შესაძლოა უცხოეთში შემოსავალი გქონდეს, და საკმაოდ კარგიც, მაგრამ ბანკი გთხოვს საქართველოში არსებული შემოსავლის წყაროს.
მინიმუმ, წინასწარ მოამზადეთ და თარმგნეთ ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ისიც, რომელიც უკავშირდება თქვენს შემოსავლის წყაროებს. მაგალითად, გააკეთე ბოლო 1-3 წლის ამონაწერები უცხოური ბანკებიდან.
ბიზნეს გეგმის დაწერის პირობები იხილეთ აქ.
შემდეგი ნაბიჯი?
დამირეკეთ და გავისაუბროთ, ჯობია WhatsApp-ით: 577 73 79 64 …

ბიზნეს გეგმის შეკვეთისთვის, ან უბრალოდ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ შესაბამის ტექსტზე და მყისიერად დარეკავთ:
WhatsApp ზარი
ზარი სმარტფონით
კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: