ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > იამაყეთ! ნიუ-იორკში GEORGIAN NECTAR-ის პროდუქცია იყიდება
ნიუ იორკი

იამაყეთ! ნიუ-იორკში GEORGIAN NECTAR-ის პროდუქცია იყიდება

რა ახარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ქართველობას? რა ახსენებს მათ საქართველოს? რა განსაკუთრებული გზა არსებობს საიმისოდ, რომ 6-ვე გრძნობის ორგანოთი შეიგრძნო ის რაც “შენია” იქ, საკუთარი ქვეყნისგან შორს? რა თქმა უნდა ექსპორტზე გატანილი ქართული პროდუქტი, რომელსაც დახლზე აღმოაჩენ!

დღეს “დაიპყრო დახლი” სუპერმარკეტში იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე “წაგლიჯო” ერთი გოჯი მიწა მეზობელ ქვეყანას! ნუ შემედავები!, ეს ასეა და ამის დასადასტურებლად შემდეგი ფაქტიც კი კმარა: იარაღის მსოფლიო გაყიდვები 1,9 ტრილიონ აშშ დოლარამდეა წელიწადში, მაშინ როცა საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა 18 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება. აი სად არის ნამდვილი ომი! ნამდვილი, დაუნდობელი ომი! თუ გინდა ეკონომიკური ზრდა, თუ გინდა განვითარება, მაშინ უნდა დაიბრუნო შიდა ბაზარი და გაზარდო ექსპორტი, დაიპყარო მსოფლიო დახლები, დადო ზედ ქართული წარმოების პროდუქცია და გაყიდო იგი!

ამიტომ,

kar.ge იწყებს კამპანიას – “დაიპყარი მსოფლიო!”, რომლის ფარგლებში მოგმართავთ თქვენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქართველებს: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათი [რამოდენიმე, ყველა მხრიდან] და გამომიგზავნეთ. თქვენს სურათს და მოწოდებულ ინფორმაციას ასიათასობით ადამიანს ვაჩვენებთ.

დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს. ნიო-იორკში რამოდენიმე ადგილია, სადაც თურმე საქართველოდან ჩატანილი პროდუქცია იყიდება. ეს სავაჭრო წერტილები ძირითადში არის საცხობები, სადაც ქართული პური ცხვება. ამ ტიპის ობიექტებში ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრციდან ემიგრანტები დადიან. დღეს ხათუნას გამოგზავნილი პროდუქტების სურათებიდან წარმოგიდგენთ რამოდენიმე პროდუქტს, რომელთაც GEORGIAN NECTAR ნიუ-იორკში უკეთებს დისტრიბუციას.

არ ვიცი ვინაა მწარმოებელი საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს GEORGIAN NECTAR აშშ-ში ექსპორტიორი სადისტრიბუციო კომპანიაა. არცერთ ეტიკეტზე საიტი არ იკითხება, მაგრამ ჩანს შემდეგ საკონტაქტო ინფორმაცია: Georgia Naturals Inc. 45 Fairway ave. suite 1g. New-York, NY 10040. Tel: 12127314284

 

მწარე აჯიკა …

მწარე აჯიკა

 

წითელი, მწვანე და ყვითელი ტყემალი …

წითელი, მწვანე და ყვითელი ტყემალი

 

ბროწეულის წვენი …

ბროწეულის წვენი

 

მწვანე წიწაკა ზეთში …

მწვანე წიწაკა ზეთში

 

მწვანე პომიდვრის სალათა …

მწვანე პომიდვრის სალათა

 

აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!

იამაყეთ ქართულით!

 

PS

საქართველოს გარეთ ცხოვრობ? ჩაერთე კარგ ქართულ საქმეში. დახლზე ქართულ ბრენდირებულ პროდუქტს როგორც კი თვალს მოკრავ, იყიდე, სურათი გადაუღე და გამომიგზავნე …