ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

FRIXX-ის მძლავრი „მწვანე“ შემოლაწუნება კონკურენტებს (y)

ნახეთ როგორ აეწვათ Lays და მისნაირებს?

დაიწყეს რეკლამირება …

როგორც ჩანს იგრძნეს ადგილზე სერიოზული კონკურენტი და ახმაურდნენ …

მაგრამ ვერ გიშველით ჯიგრებო …

სასუსნავების ბაზარზე არის მწარმოებელი კომპანია, რომელიც კუდით ქვას გასროლინებთ …

 

FRIXX-ს ყველა ვიცნობთ მისი ჩიფსებით და ბატიბუტებით …

გასულ წელს შემოიჭრა ბაზარზე და ქვა-ქვაზე არ დატოვა …

მუდმივ რეჟიმში აქვს სარეკლამო კამპანია …

შარშან ჩვენს მიერ ორგანიზებულ 2 გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა …

და დღემდე ერთნაირი წარმატებით აგრესიულად განაგრძობს ადამიანების გულების და დახლის დაპყრობას ორივე ბრძოლის ველზე.

 

ეს ბოლო ტარხუნის ჩიფსი ახლახან გამოვიდა …

გუშინ გავსინჯეთ ოჯახში და აი ჩვენი მოსაზრება …

როცა არსებობს აჯიკის, ბარბექიუს და მწვადის ჩიპსები, ტარხუნა კი ავსებს ასორტიმენტს, მაგრამ მთლად ისეთი ძლიერი პარტნიორი ვერ არის იმ სამისთვის, თუმცა გემრიელია და ტრადიციებს არ ღალატობს. ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც ტარხუნას ლიმონათი ყველა ლიმონათს ურჩევნია. აწი მეცოდინება, რომ ჩიფსიც არსებობს ტარხუნის [მაგრამ აჯიკისას მაინც ვერ უგებს]. დარწმუნებული ვარ ბევრი იქნება ბაზარზე ადამიანი, ვისაც ასევე მოეწონება. აი გასინჯეთ თქვენც და დაწერეთ თქვენი აზრი ქვემოთ.

 

მინიმუმ 5 რა უნდა ისწავლოთ სხვა მწარმოებლებმა FRIXX-ისგან!!!

  1. თავიდანვე დაიწყეთ გეგმით, კვლევით, საკითხის გააზრებით. ეს ხალხი საქმის დაწყებამდე თითქმის 2 წელი მარტო თემას სწავლობდა;
  2. როცა დაიწყებთ, დაიწყეთ ხარისხიანი პროდუქტის შეზღუდული ასორტიმენტის გამოშვებით მისაღებ ფასში. აბა გადახედეთ FRIXX განვლილ გზას. ჯერ იყო 3 სახის ჩიფსი, შემდეგ მოჰყვა ამას ბატიბუტების ორი ვარიანტი და ეხლა გრძელდება ასორტიმენტის გაფართოვება. ფასებსაც მიაქციეთ ყურადღება. კონკურენტებს უგებს;
  3. შექმენით ბრენდი და ააწყვეთ ეფექტური კომუნიკაცია და არ უნდა შეწყვიტო რეკლამირება, თორემ დაგექცევათ თავზე ყველაფერი. FRIXX-ს დაწყების დღიდან მიდის აგრესიული მარკეტინგის კამპანია;
  4. პროდუქტი უნდა იყოს დახლზე. თქვენი არ ვიცი და მე FRIXX მხვდება ყველგან, დიდსა თუ პატარა ობიექტში;
  5. პრიორიტეტულად გამოიყენეთ საქართველოში წარმოებული ნედლეული. კარტოფილი, რომლისგანაც FRIXX ჩიფსები მზადდება, საქართველოში იწარმოება;

კიდევ მეტს დავწერდი, მაგრამ 5 იყოს და წაიკითხოთ ჯობია, ვიდრე 25 იყოს და წაუკითხავი.

 

ვისურვებდი მეტი იყოს ქართული წარმოების პროდუქტი, რომელიც ისევე კუდით ქვას ასროლინებს უცხოურ ბრენდებს, როგორიც არის FRIXX.

წარმატებები!