ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ვაკანსია: freelance ჟურნალისტი

ვაკანსია: freelance ჟურნალისტი

მოძრაობა KAR.GE თანამშრომლობისათვის იწვევს 1 freelance ჟურნალისტს, რომელსაც შეუძლიათ ვებსაიტისთვის – https://kar.ge შექმნას ვირუსული შინაარსი.

ჩვენ გვაინტერესებს ისეთი შინაარსი, რომელიც გამოიწვევს აქტიურ ჩართულობას, ცხარე დისკუსიებს FB-ზე და საიტზე, უამრავ გაზიარებას და შედეგად https://kar.ge-ზე მოიყვანს ვიზიტორს! სტატიების თემატიკა განპირობებულია მოძრაობა KAR.GE-ს მისიით. “შინაარსი”-ს მახასიათებლები: 1) 200 სიტყვა, 2) 30 წამში წაკითხვადი, 3) აქტუალური თემა, 4) ორიგინალური ტექსტი, 5) ემოციის და მოქმედების ამსახველი სურათი, 6) კონსტრუქციულად კრიტიკული.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (გამართული ქართულით წერა, ინგლისურის სასაუბრო დონეზე ცოდნა, საკითხის შესწავლა/მოძიების და კრიტიკული აზროვნების უნარები იგულისხმება):
1) საფუძვლიანად იცოდეთ თემა, რის თაობაზეც დაწერთ და მყარად დაიცავთ თითოეულ თქვენს სიტყვას ღია დისკუსიებში;
2) შეგეძლოთ ტელეფონით სურათის გადაღება ან/და photoshop-ში მისი მარტივი დამუშავება;
3) იცოდეთ ტელეფონით ვიდეოს გადაღება, მისი დამუშავება movie maker-ით მაინც და YouTube-ზე ატვირთვა;
4) შეგეძლოთ wordpress-ზე თქვენი account-იდან თქვენივე მომზადებული სტატიის ატვირთვა;
5) სტატიისთვის შეგეძლოთ გამომწვევი სათაურისა და FB თიზერის გაკეთება;

უპირატესობად ჩაითვლება წარმატებული event management, community management, ბლოგერობის და SMM გამოცდილებები. კრიტიკულად მნიშვნელოვანია: გქონდეთ თქვენი დასაბუთებული მოსაზრება და დაიცვათ იგი საჯაროდ, ღია დისკუსიისას! ჩვენთან თანამშრომლობის განსაკუთრებული სარგებელი: kar.ge-ზე საკუთავი ბლოგის გაკეთების შესაძლებლობა, მაღალი კალიბრის ღონისძიებებში ჩართულობა, სასარგებლო კონტაქტების განვითარება, დამატებითი შემოსავალი პროექტებში ჩართულობისაგან.

ანაზღაურება (ერთ სტატიაზე 15 – 45 ლარი) დამოკიდებული იქნება 1) საბაზო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, 2) რეიტინგზე, რომელსაც “დაწერს” თქვენი შექმნილი შინაარსი, 3) https://kar.ge -ს საერთო რეიტინგის ზრდაზე.

დაინტერესებულთ გთხოვთ 26 აპრილამდე info@kar.ge -ზე მოგვაწოდეთ 1) რეზიუმე / CV (არაუმეტეს 2 გვერდზე), 2) თქვენს მიერ დაწერილი 3 სტატიის ბმული (ახლოს მყოფი ჩვენს თემატიკასთან), 3) მოძრაობა KAR.GE-ს საქმიანობის კონსტრუქციული კრიტიკის 200 სიტყვიანი სტატია.