„დიახ, ესეც თავისებური ხელოვნებაა. ხელოვნება ხილი გადააქციო არყად თან ისე, რომ არც არომატი დაკარგოს და არც სურნელი. ჩვენ, ამ არყის მწარმოებლებს, გვაქვს სურვილი და ამბიცია, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ამისთვის ვიყენებთ ადგილობრივი ხილის სხვადასხვა სახეობას ( ლეღვი, კივი, კარალიოკი, კომში, ატამი, ტყემალი, ვაშლი, მსხალი). ხილი მუშავდება ისე, რომ არ დაკარგოს ბუნებრივი თვისებები და არომატი. გამოსავლიანობა არცთუ ისე მაღალია. სამაგიეროდ ხარისხია უმაღლესი. არა მხოლოდ ხილი, არამედ წყაროს წყალიც კი უმაღლესი ხარისხის და ლაბორატორიაში შემოწმებული გამოიყენება“ – წერია ბრენდის Facebook გვერდზე.
Fredericus Secundos ისეთი რამაა, თუ არ გასინჯე ნულია კომენტარის ფასი. ასე მგონია მე. ამიტომ მიმართეთ ღვინის გალერეას თბილისში რომ დააგემოვნოთ ეს სიამოვნება!
ჩემის მხრივ მწარმოებლებს შევთავაზებდი საიმიჯო ვებსაიტის გაკეთებას. ეს პროდუქტი მასიური არაა, სპეციფიკური სეგმენტისთვისაა, რომლისთვისაც ბრენდის „სწორად“ გაკეთება მნიშვნელოვანია.
წარმატებას გისურვებთ!