2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2018 – http://www.iffe.or.kr/), რომელშიც საქართველოს დელეგაცია მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
IFFE 2018-ზე ორგანიზატორებმა შემდეგი ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია წარადგინეს: შპს „ამოჭამე“-ს წარმოებული „წიწაკის მურაბა“ და „ხახვის მურაბა“; შპს „ანასეული კომბინატი“-ს წარმოებული „გურული ხილის ოტკა“ და „ანასეულის ჩაი“; შპს „გრინტეჩი“-ს წარმოებული სეზამის ზეთი; შპს „ფარკონი“-ს წარმოებული სანელებლები და დაფნა; ი.მ. „შაკო ქარჩავა“-ს წარმოებული კოლხური თაფლი; შპს „სკა“-ს წარმოებული აკაციის, წაბლის, მაისის და ცაცხვის თაფლები; შპს „სუბკულტურა“-ს წარმოებული თაფლის დისტილატი „მიდამო“; შპს „კორი“-ს წარმოებული ლიქიორი „ბაბალე“ და მატონიზებული სასმელი „ჭოჭი“; შპს „კამპა“-ს წვენები; ი.მ. „ეკა დოჯურიშვილი“-ის წარმოებული დამბალხაჭო; ი.მ. „ლევან მიქელაძის“ მიერ წარმოებული თუშური ქუმელი; ბაქმაზი; შპს „დიასახლისი“-ს წარმოებული ჩურჩხელა „Merry” და ღვინო „კარდუელი“; Geomusicbox-ის წარმოებული სუვენირები; ჯააძის თაფლი (მაისის თაფლი).
საკონტაქტო პირი:
ტარიელ ზივზივაძე
მოძრაობა KAR.GE