ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Facebook შედეგების ანალიზი

Facebook შედეგების ანალიზი (მაგალითი)

რეალური მაგალითის საფუძველზე Facebook შედეგების ანალიზი გაინტერესებთ?

ქვემოთ იხილეთ ჩემი პასუხი ერთ-ერთი წარმოების დირექტორის თხოვნაზე.

მან თავისი Facebook გვერდის მმართველი ციფრული სააგენტოს მიერ გაკეთებული სტრატეგია და 4 თვის ანგარიში გამომიგზავნა შესაფასებლად.

ცხადია იცის რასაც ვსაქმიანობ და ვიხილავთ თანამშრომლობის შესაძლებლობას.

მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გამიზნულადაა წაშლილი.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ:






მადლობა -XXXXXX-,

შენმა გამოგზავნილმა ანგარიშმა საშუალება მომცა შემედარებინა ჩემი და შენი შედეგები.

სტრატეგიას რაც შეეხება

შენი სტრატეგია “ახალი სიტყვა” იქნებოდა 5-6 წლის წინ. ახლა ეს არის “სტანდარტული”.

ცუდი არაა, უბრალოდ სტანდარტულია.

სააგენტოც პროფესიონალურად უდგება თემას.

მთავარი ნაკლი ისაა, რომ შენი წარმოების სპეციფიკის, შენი წარმოების უპირატესობების, შენი პროდუქციის ქართულობის წარმოჩენა არ ხდება არცერთი ფორმით.

ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული შეცდომა!

შენთან დადებული პოსტები ზოგადად ითვლება რომ კარგია.

მაგრამ ეს გრაფიკული და არაბუნებრივად “გადატვირთული” პოსტები ბევრისთვის გამაღიზიანებელია.

ხალხს მოთხოვნილება აქვს ბუნებრივზე, ნაღდზე, ნამდვილზე. შენ სთავაზობ გადაპრანჭულს!

ვერ ვხვდები სტრატეგიაში მიზნობრივ აუდიტორიაზე რატომ არაფერია ნათქვამი.

-XXXXXX–ს მყიდველი ვინაა (მომხმარებელი არა, მყიდველი მაინტერესებს)?

რა ქვეჯგუფია?

რა ფსიქოტიპია?

რაზე რეაგირებს?

რა მოსწონს?

ანგარიშში წერია, რომ FB გვერდის აუდიტორიის 91 % ქალებია, მაგრამ თემა რომ ქალებისთვისაა საინტერესო ეს ისედაც გასაგებია.

აბსოლუტურად არასწორია მთელი თვის პოსტების წინასწარ მომზადება და მომდევნო თვის თარიღებში დაგეგმვა.

ეს ახშობს “იმპროვიზაციას”, რაც კრიტიულად მნიშვნელოვანია.

როცა დამკვეთი შემსრულებელს ენდობა (ამ საქმეში ნდობაა მთავარი), მერე შემსრულებელი აკეთებს იმას და მაშინ, რაც და როცა საჭიროა სიტუაციის მიხედვით.

“დასამუღამებლად” მე შეიძლება პირველ თვეში შევათანხმო თიზერის ტექსტებიც კი, ეს ხანდახან აუცილებელია, მაგრამ ეს 1 თვით ადრე არ იგეგმება.

ეს “გვარდება” პოსტის გაშვებამდე 1-2 საათით ადრე.

რეალურად შენს შემსრულებელს ეს სჭირდება საიმისოდ, რომ scheduled პოსტები ავტომატურ boost-ზე დააყენოს და მთელი თვე შეუძლია აღარ მიაქციოს ყურადღება.

ეს მისთვის იდეალურია, შენთვის კი ზარალია.

ანგარიშს რაც შეეხება

გავოცდი შენი 4 თვის სტატისტიკით:

Total Reach: 1,272,254

Organic Reach: 55,869 (უფასო)

Paid Reach: 1,216,385 (ფულია გადახდილი)

ეს ნიშნავს, რომ 4 თვის განმავლობაში მთელი შენი შედეგის (Reach & Engagement) 96% არის FB-სთვის ფულის გადახდით მიღებული.

თან აშკარად მასიურ აუდიტორიაზეა რეკლამირებული და არა მიზნობრივზე.

კი ველოდი ამდაგვარს, მაგრამ მთლად ასეთს არა.

მოდი დავთვალოთ:

39 პოსტია სულ დადებული, აქედან 36 დაბუსტულია თითოეული 20 ან 25 $-თი არის.

ასევე ოთხი Like კამპანიაა განაკეთები (Like-ების გრაფიკში ჩანს “აღმართები”).

გამოდის, რომ შენ სააგენტოს 4 თვიან მომსახურებაში გადაიხადე 4,000 ლარი, პოსტების დაბუსტვაში 800 $ (ამის ბუღალტერიაში გატარება კი + 30 % არის მიახლოებით, ანუ 240 $ ).

ჯამში დღევანდელი კურსით დახარჯული გაქვს მიახლოებით 4,000 + 1040 * 3,2 = 7,300 ლარი, თვეში საშუალოდ 1,825 ლარი.

რომ შევაჯამო,

4 თვეში დახარჯე 7,300 ლარი, ხოლო მიიღე 1,272,254 Reach და 45,087 Engagement (რომლის 96 %-ში ფული გადაიხადე).

უფრო მნიშნელოვანი კი ისაა, რომ შენ უშუალოდ სააგენტოს მომსახურებაში დახარჯე 4,000 ლარი, უშუალოდ FB რეკლამაში მიახლოებით 3,300 ლარი.

სხვა კუთხით რომ შევხედოთ:

ჯამში 1-მა დახარჯულმა ლარმა მიახლოებით მოგიტანა 1,272,254 / 7,300 = 175 Reach და 45,087 / 7,300 = 6.1 Engagement.

ეს ნიშნავს, რომ ერთი დახარჯული ლარით FB-ზე “დაენახე” 175 FB მოსარგებლეს, რომელთაგან 6.1 მა გააკეთა რაიმე რეაგირება.

ამას ყველაფერს შენი Facebook შედეგების ანალიზი ამბობს.

შენი მასშტაბიდან გამომდინარე ცუდია ეს შედეგი? კარგია? შევადაროთ

რა შედეგები მაქვს ბოლო ოთხ თვეში სამ ყველაზე ძველ კლიენტთან?

(მე თვეში 770 ლარად ვპირდები 8 პოსტს და 200,000 Reach-ს მინიმუმ, თუმცა რეალურად მეტს “ვაბარებ”):

-XXXXXX-მ ბოლო 4 თვეში ჩემთან დახარჯა 770 * 4= 3,080 ლარი და რეალურად მიიღო შედეგი: 1,299,000 Reach და 61,000 Engagement (100% ორგანული. FB-ზე თეთრი არ დახარჯულა). უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ -XXXXXX-ს რომ ციფრული სააგენტო აეყვანა, ეს შედეგი მინიმუმ დაუჯდებოდა 5,400 ლარი (სააგენტოს მომსახურება მინიმალურ ფასში და სხვადასხვა თვეში FB-ს ფასების გათვალისწინებით). აქ აღსანიშნავია, რომ მათი თემა უაღრესად რთულად სამუშაო თემაა. თუმცა ამ მეტად რთულად სამუშაო თემაშიც კი 1-მა დახარჯულმა ლარმა მოიტანა 421 Reach და 19,8 Engagement. ეს შენს შედეგს (თან შენ საუკეთესოდ სამუშაო თემა გაქვს) თითქმის 2,5-ჯერ აღემატება.

-XXXXXX-მა ბოლო 4 თვეში ჩემთან დახარჯა 770 * 4= 3,080 ლარი და რეალურად მიიღო შედეგი: 1,643,000 Reach და 53,000 Engagement (100% ორგანული. FB-ზე თეთრი არ დახარჯულა). -XXXXXX-ს რომ ციფრული სააგენტო აეყვანა, ეს შედეგი მინიმუმ დაუჯდებოდა 8,300 ლარი (სააგენტოს მომსახურება მინიმალურ ფასში და სხვადასხვა თვეში FB-ს ფასების გათვალისწინებით). ანუ, 1-მა დახარჯულმა ლარმა მოიტანა 533 Reach და 17,2 Engagement. ეს შენს შედეგს თითქმის 3-ჯერ აღემატება.

-XXXXXX- ბოლო 4 თვეში დახარჯა 770 * 4= 3,080 ლარი და რეალურად მიიღო შედეგი: 1,334,000 Reach და 94,000 Engagement (100% ორგანული. FB-ზე თეთრი არ დახარჯულა). -XXXXXX-ს რომ ციფრული სააგენტო აეყვანა, ეს შედეგი მინიმუმ დაუჯდებოდა 6,700 ლარი (სააგენტოს მომსახურება მინიმალურ ფასში და სხვადასხვა თვეში FB-ს ფასების გათვალისწინებით). ანუ, 1-მა დახარჯულმა ლარმა მოიტანა 434 Reach და 30,5 Engagement. შენს შედეგს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება.

ახლა დაფიქრდი …

FB-ზე კამპანიას რატომ აკეთებ?

მეტი Reach გინდა (რამდენ ადამიანთან გააკეთებ რეკლამას) და მეტი Engagement გინდა (ადამიანთან ჩართულობა).

ჩემს “უარეს” თემაშიც კი შენს საუკეთესო თემაზე 2,5-ჯერ მეტი მაქვს შედეგი!

მე რასაც გთავაზობ, გააზრებულად გთავაზობ. შენი გადასახედიდან შევხედოთ …

აქამდე FB მიმართულებით თვეში ჯამურად ხარჯავდი 1,825 ლარს (1,000 სააგენტოს, დანარჩენი FB-ს) გადასახადების ჩათვლით და თითო ლარის ხარჯს მოჰქონდა შენთვის 175 Reach და 6.1 Engagement საშუალოდ. ყოველთვიურად კი პროფესიონალური სააგენტოს მიერ კარგად, მაგრამ “სტანდარტულად” წარმართული კამპანიით რეკლამირდებოდი საშუალოდ 1,825 * 175 = 320,000 ფეისბუქელთან (მასასთან და არა მიზნობრივ ჯგუფთან).

მე გთავაზობთ, რომ შენ ჩემთან თვეში ჯამურად დახარჯე მხოლოდ 770 ლარი (2,37-ჯერ ნაკლები, მხოლოდ ჩემთან, FB-ში არაფერი დაგეხარჯება) და თითო ლარის ხარჯზე გათვლით შედეგს მოგიტან მინიმუმ 2-ჯერ მეტ Reach (350 მინიმუმ) და Engagement-ს (12 მინიმუმ). თვეში მინიმუმ გახვალ 270,000-მდე ფეისბუქელზე. რეალურად კი შედეგები თვეში 300,000-ის მიღმა იქნება. კონტრაქტით, ინვოისით, ყოველ თვეში გადახდა წინასწარ.

ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუ მაგალითად სურვილი გაქვს “ბოლომდე მიაჭირო სარეკლამო პედალს” (ეს უკვე სულ სხვა კალიბრის სამუშაოა): თუ შენი სურვილი იქნება რომ უფრო მეტ ადამიანზე გავიდეთ ვიდრე 770 ლარად 270,000-ია (1 ლარად 350 Reach), 270,000-ს იქით გთავაზობ ყოველ დამატებით 500 Reach-ზე 1 ლარი გადაიხადე (კიდევ უფრო უკეთეს პირობას). ანუ, თუ გავალთ მაგალითად 100,000-ით მეტ Reach-ზე (ანუ, ჯამში 370,000), გადაიხდი 100,000 / 500 = 200 ლარით მეტს, ანუ 970 ლარს. ოღონდ ასეთ მიწოლასაც თავისი ზედა ზღვარი აქვს. 500,000-ის მიღმა უკვე ადამიანს ზედმეტად ვაწუხებთ ადამიანებს და მათაც “სიბრმავე” უვითარდებათ (ნაკლებად რეაგირებენ თუ მრავალფეროვანი პოსტები არ შესთავაზე). ამ ფორმატით თვეში იმოძრავებ 270,000 – 500,000 Reach და 770 – 1230 ლარის ფანჯარაში.

ცხადია პირველივე Facebook შედეგების ანალიზი დაგანახებს, რომ ღირდა ამ გადაწყვეტილების მიღება!

და რაც მთავარია: იხდი შედეგში!

დააკვირდი, მე შედეგზე გაძლევ გარანტიას.

არცერთი “სტანდარტული” სააგენტო ასეთ შედეგზე გარანტიას არ მოგცემს!