ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რატომ ვერ ამუშავებთ მწარმოებლები FB გვერდებს?

რატომ ვერ ამუშავებთ მწარმოებლები FB გვერდებს?

რატომ ვერ ამუშავებთ მწარმოებლები FB გვერდებს?

ამ სტატიას ვწერ ადამიანი, 1) რომელსაც ბოლო 8 წლის მანძილზე ხარისხიანი ქართული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდის მიზნით 70+ მსხვილი პროექტი მაქვს განხორციელებული ასობით წარმოებასთან თანამშრომლობის შედეგად … მათ შორის საკმაოდ მასშტაბური Facebook კამპანიებიც, 2) და რომელიც რაზედაც ვწერ ამ საქმეში ყოველდღიურად ვიხარშები.

მივმართავ მწარმოებლებს (ვინც აწარმოებს პროდუქციას), ვისაც რეალურად აინტერესებს ციფრული არხებით (ვებსაიტი, სოციალური ქსელები და ა.შ.) რეკლამირება.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ:






მწარმოებლები FB გვერდის შესაძლებლობების მინიმუმსაც ვერ იყენებთ.

3 ხილული პრობლემა მხვდება თვალში ყველაზე ხშირად:

1. უმეტესობას FB გვერდები საერთოდ უყურადღებოდ გაქვთ მიტოვებული. “მოწინავე” უმცირესობას კი ისეთი არაეფექტური პოსტები გიდევთ, ისე არაკვალიფიციურად აკეთებთ ამ პოსტების პრომოს და ისე არასწორად აწარმოებთ კომუნიკაციას მიზნობრივ აუდიტორიასთან, რომ აშკარად იგრძნობა “ერთ ტრენინგ გავლილი” სოციალური მედიის მენეჯერების ან “მეძვირე” სარეკლამო / ციფრული სააგენტოებს ხელწერა;

2. იმ იშვიათ “გამონათება” შემთხვევებში, როცა ბაზარზე ახალი პროდუქტი გაგაქვს ან თვითონ ხართ ახალი და ადგილის / სახელის დამკვიდრებას ცდილობთ, იმდენად მდარე ხარისხის კამპანიებს შევესწრები ხოლმე, რომ აგეტირება ადამიანს. არადა, FB გვერდის სწორად გააქტიურება პირველი ნაბიჯების გადადგმისას ხშირად გადამწყვეტია წარმატების მისაღწევად;

3. იმ არასასურველ შემთხვევებში, როცა თქვენი წარმოება ან პროდუქტი ფართო მოსახლეობის ყბაში უხერხულად ჩავარდება (განსაკუთრებით სასოწარკვეთილი დიასახლისების), ისეთ უნიათობას ავლენთ კრიზული სიტუაციის მართვისაც, მეტი რომ არ შეიძლება;

რატომ ვერ ამუშავებთ მწარმოებლები FB გვერდებს?

ორ პრობლემას ვერ ჭრით.

ამ საქმეს სჭირდება:

1) სანდო და კვალიფიციური კადრი, ან

2) სანდო ციფრული სააგენტო, რომელიც მართავს FB გვერდს.

თქვენთვის – მწარმოებლებისთვის პირველი რთულია, მეორე კი ძვირი. პირველ შემთხვევაში პრობლემაა ჯერ სანდო და შემდეგ კვალიფიციური კადრის მოძებნა, მერე კი შენარჩუნება (თუნდაც კარგ ხელფასს უხდიდე). მეორე შემთხვევაში კი მომსახურების მაღალი და მუდმივად მზარდი ფასი.

რეალურად კი არცერთი იძლევა იმ შედეგს, რომელიც წარმოებას სჭირდება.

დავაზუსტოთ, რას ვგულისხმობ როცა ვახსენებ შედეგს

FB-ზე კამპანიის შედეგი ადვილად იზომება.

ორი კრებსითი საზომია აქ – Reach და Engagement (ბევრი სხვაცაა Like-ებიდან დაწყებული ვიდეოების ნახვით დამთავრებული, მაგრამ ჯამური შედეგი მაინც ამ ორში აისახება).

თუმცა, წარმოების სპეციფიკიდან და მიზნებიდან გამომდინარე შესაძლოა სხვა საზომები უფრო აქტუალური იყოს დროის გარკვეულ მომენტში.

იმ შემთხვევაში მაგალითად, როცა FB გვერდი როგორც ინსტრუმენტი ისე მუშაობს გაყიდვების ზრდის მიზნით, უპირველესი საზომები შეიძლება გახდნენ:

1) FB გვერდზე PM-ში პოტენციური მომხმარებლების მიერ მოწერილი მესიჯების რაოდენობა;

2) FB გვერდზე პოსტების პასუხებში პოტენციური მომხმარებლების შეკითხვების რაოდენობა და

3) FB გვერდზე კამპანიისას რეკლამირებულ მობილურ ნომერზე განხორციელებული ზარები და მესიჯები.

სწორედ ამ სამი წყაროდან პოტენციური დამკვეთების გენერაცია ხდება მთავარი მიზანი FB გვერდზე მიმდინარე კამპანიისთვის.

რატომ ვერ პოულობთ კვალიფიციურ და სანდო SMM-ს (სოციალური მედია მენეჯერი) და ვერ ინარჩუნებთ მას?

ყველა წარმოება თავისებურად სპეციფიკურია, SMM-ის საქმიანობაც ძალიან სპეფიციკურია. იშვიათი გამონაკლისების გარდა ვერცერთი წარმოება ვერ გადაიხდის იმდენს, რომ მინიმალური კვალიციკაციის SMM მაინც მოიყვანოს და შეინარჩუნოს (1,000 ლარების ეპოქა პანდემიამდე დასრულდა).

უბრალოდ გამორიცხულია რომ ციფრულმა მარკეტერმა, რომელსაც მოუწევს:

1) სტრატეგიის დაგეგმვა,

2) სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება,

3) კრეატიული აზროვნება,

4) ეფექტური ფოტოს & ვიდეოს გადაღება,

5) ფოტოს დამუშავება გრაფიკულ პროგრამებში,

6) ვიდეოს დამუშავება ვიდეო რედაქტორში,

7) ეფექტური ტექსტების / თიზერების წერა,

7) FB-ზე ყველა საჭირო აქტივობები (და შესაძლოა სხვა არხებზეც),

8) FB ფასიანი კამპანიების კეთება,

9) ონლაინ საზოგადოების მართვა,

10) პოსტების მოდერაცია (განსაკუთრებით კრიტიკული პოსტების),

11) მომხმარებლებთან ორ ენაზე მაინც კომუნიკაციის წარმოება,

12) სათანადო კრიზირების მართვა მათი “აფეთქების” შემთხვევაში

და ამ ყველაფერში გამოცდილება აქვს ტექნოლოგიურ განსწავლულობის მინიმალურ დონესთან ერთად (ვებსაიტზე რომ მასალა ატვირთოს თუნდაც), უცებ “ჩაავლოს” თემას 1,000 ლარ ნაკლებ გაგიჩერდეს.

გაჩერდეს კი არა, საერთოდ გეთანამშრომლოს დისტანციურად მაინც (ეს კი თვეში თითქმის 1,300 ლარამდე ჯდება გადასახადების ჩათვლით და პლიუს სამუშაო ადგილიც უნდა გამოძებნო / მოაწყო მისთვის).

ცოდნების და უნარების ჩამონათვალი გრძელი მოგეჩვენათ?

მერწმუნეთ შემიძლია გავაორმაგო!

შენიშვნა: ეს ყველაფერი თუ არ იცის და ამაში ფულის გადახდა ყოველ ჯერზე დაგჭირდა, უბრალოდ გაიყიდები;

დავამატებ, რომ თუ ამდენი შეუძლია, ჭკუა იმისთვისაც ეყოფა, რომ გაცილებით უფრო გადამხდელი სფეროებიდან აიყვანოს კლიენტები და არა წარმოების სფეროდან.

ასეთი ადამიანი რომც იშოვო, მას ვერ შეინარჩუნებთ რაც არ უნდა ახლობელი იყოს.

ახლობელი შეიძლება სანდო კი ნახო, მაგრამ ახლობლის გაკეთებული საქმის იმედზე კი მტერს ვუსურვებ ყოფნას;

რატომ ვერ პოულობთ მწარმოებლები ისეთ ციფრულ სააგენტოს, რომელიც დებს შედეგს?

ციფრული სააგენტოები სოკოებივით არიან მომრავლებული.

და მართლაც კარგად შეუძლიათ თავისი საქმის კეთება (ასევე კარგად შეუძლიათ დაბოლებაც).

მათ სხვადასხვა კვალიფიკაციის თანამშრომლებიც ბევრი ჰყავთ და ყველა იმ უნარს ფლობენ ბუკეტში, რაც FB გვერდის მართვისთვისაა საჭირო.

ოღონდ, აქ პრობლემა სხვაგანაა.

გარდა იმისა, რომ ციფრული სააგენტოების მომსახურება ძვირია (ყველაფერს დაგითვლიან), მათ რეალურად არ ესმით წარმოების სფეროს სპეციფიკა, არ ესმით ქართული პროდუქტის სპეციფიკა და შესაბამისად ვერასოდეს მიაგნებენ როგორ უნდა მიაწოდონ მიზნობრივ აუდიტორიას ესა თუ ის თემა ისე, რომ ეფექტიანობა იყოს მაღალი (ანუ, შედეგი დადგეს იაფად).

ანუ, შენს საქმეს გულიანად არ მიუდგებიან. სწორედ ამიტომ ნებისმიერი FB კამპანია დაგიჯდება კატასტროფულად ძვირი;

პოსტის შექმნა რომ ცალკე ხარჯია, FB-ზე რეკლამაში რომ ბლომად დახარჯვა მოგიწევთ და მოდერაცია (თუ ეს საერთოდ დღის წესრიგში დადგა) რომ ნერვების “მასაჟია” ეს მათ კარგად იციან და დამიჯერეთ თქვენთვის თავს როგორც წესი არ მოიკლავენ.

მათთვის ერთ-ერთი ჩვეულებრივი კლიენტი ხართ და ამ სტატუსს ვერ გასცდებით. თუ ინდივიდუალურად არაა თქვენი ექაუნთ მენეჯერი გულიანი ადამიანი, თავს არავინ გადაგყვებათ.

მათი კომუნიკაცია თქვენს მომხმარებლებთან ყოველთვის იქნება 10:00-დან 19:00-მდე, თუ საერთოდ ეფექტური კომუნიკაცია აწარმოეს იმ შეზღუდული ცოდნის საფუძველზე (და თქვენს გამო მისთვის ახალ სფეროს არ ისწავლის არავინ), რაც თქვენს ექაუნთ მენეჯერს ექნება თქვენს სფეროს ირგვლივ;

დავუშვათ გადაჭერით პრობლემა და მიაბარეთ FB გვერდი “პატრონს” …

დაიწყო FB გვერდზე აქტივობები …

თუ ხვდებით რომ ამ დროს უკვე სამიზნე ხდებით?

სამიზნე სხვადასხვა აქტივისტებისთვის, არასამთავრობოებისთვის, სასოწარკვეთილი და გაბრაზებული დიასახლისებისთვის და მომხმარებლებისთვის, ტროლებისთვის და ყველა იმ უსაქმურისთვის, რომელიც თქვენს ნალოლიავებ FB გვერდზე სისტემატურად მიგიწერთ ისეთ კომენტარებს, ნერვიულობისგან რომ გულზე გასკდებით.

თქვენ რომ გაგიკეთონ ანალოგიური რაც კულას და მარნეულს გაუკეთეს (პროდუქციაში საღებავების შემცველობასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი 2019 წელს), ვინ გადაგარჩენთ?

ტროლები რომ მოგისიონ კონკურენტებმა ან გაშვებულმა გაბრაზებულმა თანამშრომლებმა?

ვინ გადაგარჩენთ?

არ გქონიათ ასეთი შემთხვევა ჯერ?

გექნებათ …

ვინაიდან როგორც კი თავს წამოჰყოფთ და რეკლამირებას დაიწყებთ, მოხდება …

და რომ მოხდება, თქვენს შემსრულებელს საკმარისად ენდობით, რომ მან წარმართოს მთელი პროცესი?

მოახერხებენ ისინი დაგიცვან თქვენ კრიტიკულ სიტუაციებში?

ღმერთმაც ქნას!

თუმცა ღმერთმა ის თქვა, ხელი გაანძრიეთ და გეშველებათო!