23 აგვისტოს იყო კონფერენცია, რომელსაც მეც დავესწარი. იქ რამოდენიმე საინტერესო პრეზენტაცია იყო, მათ შორის ერიკ რაინერტის. ცხადია ყურადღებით ვუსმენდი იქაც და ამ ინტერვიუსაც.
გიზიარებთ რამოდენიმე ფრაზას, რომელიც ამ ინტერვიუდან „ჩამრჩა“:
- 60 ქვეყნის მაგალითზე ამბობს, რომ ლიბერალურ ეკონომიკას არასოდეს მიუღწევის წარმატებისთვისო;
- ამბობს, რომ თქვენშია მთელი სიმდიდრე და ჯერ დანახვა ისწავლეთ და შემდეგ გამოყენებაო;
- ამბობს, რომ ინდუსტრიალიზაცია გამოსავალია, მაგრამ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად კეთდებაო. ისწავლეთ სხვისგან, მაგრამ ააგეთ თქვენი სტრატეგიაო;
- სახელმწიფო უნდა იყოს ბიზნესის მხარდამჭერი და არა კონკურენტი;
- თქვენი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მომავალი გარკვეულ წილად ტურიზმის სამსახურშია. სოფელს სჭირდება დახმარება და ის შექმნის დოვლათს ქალაქისათვის;
სწორი მიზნები, თავდაჯერებულობა და თქვეი რეალობის გათვალისწინებაო …
ანუ, იყავით განსხვავებული და ყველაფერი რიგზე იქნებაო …
ნახეთ აუცილებლად ეს ინტერვიუ!!!
კიდევ ბევრი საინტერესო აზრია შიგნით …
http://www.youtube.com/watch?v=rGNS2mt-4tU