3 დღის განმადლობაში მიმდინარეობდა Agro Food Drink Tech Expo 2015 და თამამად უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გამოფენა, რაც კი ამ თემაზე ექსპო ჯორჯიაში ჩატარებული მახსოვს მე პირადად. 140+ კომპანია, 4 პავილიონის მასშტაბით გაფენილი გამოფენა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით იყო სავსე + ათასობით სტუმარი … ეს ძალიან სერიოზულია! ორგანიზება იყო სუპერ!
თან წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამოფენის მხარდამჭერი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) და მისი განმახორციელებელი პარტნიორები მერსი ქორფსი – შოტლანდია, „ადამიანი გაჭირვებაში“- ჩეხეთის რესპუბლიკა, ოქსფამი დიდი ბრიტანეთი და ქეა საერთაშორისო კავკასია. ENPARD და სოფლის მეურეობის სამინისტროს ორგანიზებით აქ წარმოდგენილი იყვნენ კოოპერატივებიც, დაახლოებით 40-მდე დავთვალე მე პირადად პირველ დღეს. ვიცი რომ მეორე და მესამე დღეს კიდევ დაემატა. ანუ როგორც ჩანს საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვის შანსის გამოყენება ბევრმა კოოპერატივმა შეძლო და ეს არის ნამდვილად კარგი!
აი ჩემს მიერ გადაღებული სურათებიც …