ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > ENPARD მონაწილეობა გამოფენაში Agro Food Drink Tech Expo 2015

ENPARD მონაწილეობა გამოფენაში Agro Food Drink Tech Expo 2015

3 დღის განმადლობაში მიმდინარეობდა Agro Food Drink Tech Expo 2015 და თამამად უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გამოფენა, რაც კი ამ თემაზე ექსპო ჯორჯიაში ჩატარებული მახსოვს მე პირადად. 140+ კომპანია, 4 პავილიონის მასშტაბით გაფენილი გამოფენა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით იყო სავსე +  ათასობით სტუმარი … ეს ძალიან სერიოზულია! ორგანიზება იყო სუპერ!

თან წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამოფენის მხარდამჭერი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) და მისი განმახორციელებელი პარტნიორები მერსი ქორფსი – შოტლანდია, „ადამიანი გაჭირვებაში“- ჩეხეთის რესპუბლიკა, ოქსფამი დიდი ბრიტანეთი და ქეა საერთაშორისო კავკასია.  ENPARD და სოფლის მეურეობის სამინისტროს ორგანიზებით აქ წარმოდგენილი იყვნენ კოოპერატივებიც, დაახლოებით 40-მდე დავთვალე მე პირადად პირველ დღეს. ვიცი რომ მეორე და მესამე დღეს კიდევ დაემატა. ანუ როგორც ჩანს საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვის შანსის გამოყენება ბევრმა კოოპერატივმა შეძლო და ეს არის ნამდვილად კარგი!

აი ჩემს მიერ გადაღებული სურათებიც …

DSCN9004 DSCN9007 DSCN9008 DSCN9009 DSCN9016 DSCN9018 DSCN9022 DSCN9026 DSCN9027 DSCN9028 DSCN9029 DSCN9031 DSCN9032 DSCN9034 DSCN9036 DSCN9038 DSCN9041 DSCN9042 DSCN9045 DSCN9046 DSCN9047 DSCN9048 DSCN9050 DSCN9051 DSCN9055 DSCN9056 DSCN9057 DSCN9061 DSCN9062 DSCN9063 DSCN9064 DSCN9065 DSCN9068 DSCN9070 DSCN9071 DSCN9072 DSCN9088 DSCN9090 DSCN9094 DSCN9097 DSCN9101 DSCN9103 DSCN9104 DSCN9105 DSCN9107 DSCN9113 DSCN9128 DSCN9130