ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
eco paper - ქართული წარმოების ტუალეტის ქაღალდი

eco paper – ქართული წარმოების ტუალეტის ქაღალდი

აღმოჩენაა პირდაპირ …

პრემიუმ, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე დამზადებული 1 ფენიანი პირველი ხარისხის 65 მეტრიანი ტუალეტის ქაღალდი. მწარმოებელია შპს ტისუპეიპერი.  მისამართი – ქიზიყის 12, თბილისი. შეფუთვაც როგორი ლამაზია დააკვირდით?! საბითუმოში ფასი – 50 თეთრი.

ტისუპეიპერი „აწარმოე საქართველო“-ს ფარგლებში შეიქმნა. ჩადებული ინვესტიციის ერთიანი მოცულობა 4.8 მილიონი აშშ დოლარია. დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. კომპანია ჰიგიენურ პროდუქციას აწარმოებს. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე. კომპანიას ჯერჯერობით არც ვებსაიტი აქვს და არც Facebook გვერდი, მაგრამ იმედი მაქვს ამ ლაფსუსს გამოასწორებენ.

მოკლედ, თუ აწი თქვენთვის არასასურველი პირის ტუალეტის ქაღალდზე ასახვას მოისურვებთ, არ არის პრობლემა, აქვეა მწარმოებელიც 🙂