ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გაყიდვების ზრდა FB გვერდის მეშვეობით გსურთ?

გაყიდვების ზრდა FB გვერდის მეშვეობით გსურთ? 4 ეტაპი

გაყიდვების ზრდა FB გვერდის მეშვეობით გაქვთ დაგეგმილი?

Facebook ინსტრუმენტია …

პირველ რიგში მომხმარებლებთან კომუნიკაციის ინსტრუმენტი …

მისი გამოყენება ძირითადში ხდება ბრენდის ცნობადობის ზრდის მიზნით …

თუმცა, Facebook ასევე მეტად ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს გაყიდვების ზრდისთვისაც!

საკითხში ჩაუხედავებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ დაიწყებენ Facebook აქტივობას, შედეგად გაყიდვები აუცილებლად გაიზრდება.

არასწორია!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ:






ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ნიმუშად ავიღოთ ჰიპოტეტური შემთხვევა:

დავუშვათ ნატურალური ჰიგიენური პროდუქციის საშუალო ზომის ადვილობრივ მწარმოებელს ბაზარზე შემოაქვს ახალი პროდუქტი – ნატურალური საპონი.

პროდუქცია დევს თბილისის ჰიპერმარკეტების 2 დიდი ქსელის 14 მსხვილ ობიექტში.

დავუშვათ მწარმოებელს აქვს არააქტიური 5,000 Like-ის მქონე Facebook გვერდი, ჰყავს გაყიდვების მენეჯერი და FB გვერდის მმართველად აგვირჩია ჩვენ.

1. უკეთესი Facebook კამპანია გაზრდის ბრენდის ცნობადობას მიზნობრივ აუდიტორიაში

თუ მწარმოებელის არასპეციალისტი თანამშრომელი თავად ეცდება Facebook-ზე პოსტების დადებას (დავუშვათ თვეში 8 პოსტი), შედეგი იქნება 8 * 500 = 4,000 ადამიანთან “გარეკლამება” მაქსიმუმ.

რატომ ასე ცოტა?

იმიტომ რომ დაბალი კვალიფიკაცია + დაბალხარისხიანი პოსტი + გვერდზე Like-ების დაბალი რაოდენობა (და ათობით სხვა ფაქტორი) დაბალ შედეგებს იძლევა.

ხოლო როცა ჩვენ დავდებთ ეფექტურ პოსტებს (დავუშვათ თვეში 8 პოსტი), შედეგი იქნება 8 * 25,000 = 200,000 ადამიანთან გარეკლამება.

საიდან ასეთი დიდი შედეგი?

დიდი გამოცდილება & კვალიფიკაცია, უკეთესი პოსტები და გასროლის დიდი მასშტაბი (და ათობით სხვა ფაქტორი) მაღალ შედეგებზე გადის.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს შედეგი – გაზრდილი ცნობადობა ადვილად იზომება რიცხვებში ადგილზე, Facebook-ზე.

2. მეტი ცნობადობა აგენერირებს მეტ ნდობას ბრენდის მიმართ

რაც მეტი საჭირო ადამიანი მეტჯერ შეგავლებს თვალს Facebook-ზე, მით მეტად დაამახსოვრება ბრენდიც, პროდუქტიც და შეთავაზებაც.

და თუ FB კამპანია სწორად კეთდება, ანუ კომუნიკაცია სწორად მიდის, მაშინ ადამიანს ბუნებრივად უვითარდება კეთილგანწყობა ბრენდის მიმართ.

ეს ნდობაა.

ეფექტი იგრძნობა მომხმარებლის უკუკავშირის ხარისხში, Engagement-ში.

3. მეტი ნდობა შედეგად იწვევს მეტ დაინტერესებულ მყიდველს, თუ შეთავაზება ადექვატურია

სწორედ აქ უნდა ჩაერთოს გაყიდვების სტრატეგია (გაყიდვების მენეჯერი) და გაზრდილი ცნობადობის და ნდობის ფონზე ისეთი შეთავაზება ჩამოაყალიბოს, რომ Lead-ების გენერირება მოხდეს.

ეს უკვე თავად მწარმოებლის ვალდებულებაა და არა Facebook გვერდის ოპერატორის.

შეთავაზების “სწორად” შეფუთვა ცხადია Facebook გვერდის ოპერატორის ფუნქციაა.

თუმცა, თუ შეთავაზებამ ვერ ივარგა, ტყუილად გვიშრომია.

4. მეტი Lead-ის კონვერტირება ნიშნავს, რომ მიზანი – “გაყიდვების ზრდა FB მეშვეობით” მიღწეულია

გაყიდვების ზრდა თავისით არ ხდება.

საჭიროა შეთავაზების პაკეტი მთლიანობაში იყოს სრულფასოვანი და ჯაჭვის ყველა რგოლი მუშაობდეს აწყობილად.

14 ობიექტში თუ გიდევს პროდუქტი, მივა კი იქ ადამიანი?

გაქვთ ონლაინ გაყიდვა სადაც ადამიანი იყიდის?

რაც არ უნდა გაზარდო ცნობადობა და ნდობა ბრენდის / პროდუქტის მიმართ, თუ შეთავაზება არ არის მოწოდების სიმაღლეზე, შედეგი – გაყიდვები არ დადგება.

ამას კი წინასწარ სჭირდება გააზრება.

იქნებ პროდუქტის ხარისხი არ არის ფასის შესაბამისი?

ფასი თუა ნამეტანი მაღალი?

ან იქნებ პროდუქტს არ აქვს რაიმე გამოკვეთილი უპირატესობა კონკურენტის პროდუქციის მიმართ?

იქნებ პროდუქტი ცოტა დახლზე დევს კონკურენტების კი ბევრზე?

მოკლედ, ბევრი ფაქტორია აქ, რომელიც გაყიდვების ზრდაზე მოქმედებს.

დასკვნები:

  1. Facebook გაზრდის ცნობადობას და ნდობას ბრენდის / პროდუქციის მიმართ, მაგრამ გენერირებული Lead-ების რაოდენობა შეთავაზებაზეა დამოკიდებული;
  2. გაყიდვების ზრდა FB გვერდის მეშვეობით მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა კარგ Facebook კამპანიას თან ახლავს კარგი შეთავაზება და კომპანიას კარგად შეუძლია Lead-ების კონვერტაცია რეალურ გაყიდვებად;
  3. საქმე ცხადია კეთდება მაშინ, როცა მას პროფესიონალი აკეთებს. დაგვირეკეთ 577 73 79 64 და აგიხსნით რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს შემთხვევაში.