ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
როგორი ციფრული მარკეტერი გჭირდება?

ციფრული მარკეტერი გჭირდება FB და ვებსაიტისთვის?

ციფრული მარკეტერი გჭირდება FB და ვებსაიტისთვის?

თუ გსურს გაციფრულდე, აუცილებელია ეს საქმე მიაბარო სანდო სპეციალისტს (ან ჯგუფს).

ოღონდ უბრალო Social Media Marketer (SMM) ამ საქმეს უკვე ვეღარ გაუძღვება (ძალიან შეიცვალა ეს სფერო), იმდენად მრავალწახნაგოვანი საქმეა, უკვე ბევრი რამის ცოდნას ითხოვს პროფესიონალურ დონეზე.

გაციფრულება გულისხმობს ვებსაიტის გაკეთებას, Facebook (და სხვა სოციალურ ქსელებში) გვერდის მართვას, კამპანიების კეთებას, მომხმარებლებთან კომუნიკაციას და ა.შ.

ქვემოთ ჩამოვთვალე კონკრეტული საქმიანობები და იქვე მივუთითე კონკრეტული სფეროები, რაშიც უნდა კარგად ერკვეოდეს ასეთ საქმეზე მოკიდებული ადამიანი (ვიცი, დამეჯერება).

სია არასრულია ცხადია. არ მინდა ძალიან შეგაშინო.

გადახედე

და მიხვდები, რომ თუ გაციფრულება გინდა, ციფრული მარკეტერი გჭირდება …

და ამისთვის უნდა გადაიხადო კიდეც (ან ისწავლო და თავად აკეთო, რაც რთულია).

აჯობებს შენ ბიზნესს მიხედო, ციფრული მარკეტერი კი ციფრულ ფრონტს მიგიხედავს. ორივე მოიგებთ!


ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელისა გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი! ვებსაიტის დამზადება ან სოციალურ ქსელებში სარეკლამო კამპანიისთვის დარეკეთ ახლავე:
577 73 79 64


საქმიანობა (და სათანადო პროფესია):

  • სტრატეგიის დაგეგმვა (სტრატეგი). სტრატეგიული აზროვნება მნიშვნელოვანია;
  • სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება (პროექტის მენეჯერი) კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარებია ეფექტურობისათვის;
  • კრეატიული აზროვნება (კრეატიული მენეჯერი) ამის გარეშე ამ სფეროში ადამიანი არც უდნა შევიდეს;
  • ეფექტური ფოტოს & ვიდეოს გადაღება (ფოტოგრაფი & ვიდეოგრაფი) უნდა შეეძლოს ისე, როგორც თემას სჭირდება. მაგალითად, ფოტოგრაფირებაში ცალკე მიმართულებაა პროდქუტების ფოტოების გადაღება. “მიუშვირე და გადაიღე” – ეგრე აღარაა დიდი ხანია;
  • ეფექტური FB პოსტის შექმნა (კონტენტ მენეჯერი) კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუ გინდა Reach & Engagement;
  • ფოტოს დამუშავება გრაფიკულ პროგრამებში (გრაფიკოსი, დიზაინერი). ამაზე ბევრი ციფრული მარკეტერი იტყვის, რა ჩემი საქმეაო, მაგრამ დიახ, თქვენი საქმეა;
  • ვიდეოს დამუშავება ვიდეო რედაქტორში (მონტაჟი) თითქოს ადვილია ხომ? თუმცა ცოდნა და უნარები სჭირდება, რომ თემა ისე “შეფუთო” როგორც მას ეკადრება;
  • ეფექტური ტექსტის დაწერის უნარი (კოპირაიტერი) ბევრის თავის ტკივილია, არადა ეს ისეთი პროფესიაა, წლები რომ აშარაშინებენ;
  • ტექნოლოგიური განსწავლულობის მინიმალური დონე (ცოტა პროგრამისტიც) თუ არ ექნა ადამიანს, ვებსაიტის მარტივი რედაქტირების დროსაც თუ დახმარება დასჭირდა, იგი ეფექტიანად ვერ იმუშავებს;
  • კომუნიკაციის დახვეწილი უნარები (PR & მარკეტინგი) წამყვანია, მით უმეტეს დღევანდელ საზოგადოებაში, როცა ტროლებით ყარს ინტერნეტი;

მოდით რამდენიმე კიდევ დავამატოთ თუ თავს არ შეგაწყენთ …

  • ონლაინ საზოგადოების მართვის უნარი (მოდერაცია & ფასილიტატორი) და ლიდერული თვისებების გარეშე შეუძლებელი იქნება ფართო აუდიტორიის მართვა კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ;
  • ანალიზის და შეფასების უნარი (ანალიტიკოსი) კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მუდმივ რეჟიმში საჭიროა მონაცემების ანალიზი და შედეგებზე დაკვირვება, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი გააზრებულად გადადგა;
  • ექსპერიმენტების შიშის გარეშე კეთების უნარი (გაბედულება) ერთ-ერთი უმთავრესია, მაგრამ ამისთვის მზად რომ იყო მეტი ცოდნა-გამოცდილება საჭირო;
  • წარმოების და ინდუსტრიის სპეციფიკის კარგად ცოდნა (დარგის ექსპერტი). ადამიანმა კარგად თუ არ იცის არა მხოლოდ თავისი საქმე, არამედ ის სფერო, რასაც ხელს ჰკიდებს, მომხმარებელს მოწერილ მესიჯზეც კი ვერ უპასუხებს;
  • SEO იცოდეს და აკეთებდეს, თან რამდენიმე წლის გამოცდილება მნიშვნელოვანია, რომ დარგის მაჯისცემას გრძნობდეს.

და რაც მთავარია … სანდო!

კიდევ დავამატებდი ბევრს, მაგრამ კმარა ამ ეტაპზე!

დიახ, აი ასეთი ციფრული მარკეტერი გჭირდება დღეს …

უკაცრავად, დიმიტრი გელოვანი მინდოდა მეთქვა!

მივმართავ მწარმოებლებს:

ჩემთვის გასაგებია სიტუაცია, როცა ციფრული მარკეტერი გჭირდება, მაგრამ რა შანსია რომ მოძებნოთ?

არანაირი!

რომც მოძებნოთ, რა შანსია რომ შეინარჩუნოთ?

არანაირი!

ამიტომაც ახალი რეალობის გათვალისწინებით მოგიწევთ იმუშავოთ სპეციალისტთან, რომელიც დისტანციურად მოგემსახურებათ და გაუძღვება თქვენს ციფრულ ინფრასტრუქტურას!