ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Delicato

Delicato, აჭარული ხაჭაპური – დღე #13, 30 დღიანი გამოწვევა

დღეს, კვირას, მამის „საპატიო“ მოვალეობების შესრულება მომიწია და ჩემი უფროსი გოგო მათემატიკის ტურის ფინალში მონაწილეობისათვის [ევერესტი] მაღლივ კორპუსთან მდებარე ბიბლიოთეკაში მივიყვანე. საათნახევარი უნდა დავლოდებოდი. ჰოდა ვიფიქრე იქვე ყიფშიძეზე გავლა, Lounge BAR Delicato-ში სტუმრობა და რამე გემრიელის შეძენა. ასე და ამგვარად აჭარული ხაჭაპური შევიძინე და ადგილზე გავიცანი მრავალფეროვანი ლანჩ მენიუებისა და ქეითერინგული მომსახურების 10 წლიანი გამოცდილებით ცნობილი კომპანია.

Delicato

კომპანია უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს თბილისში. აქვს Lounge BAR ყიფშიძის 9-ში, მაგრამ მას გამოარჩევს არა მხოლოდ უმაგრესი ინტერიერის დიზაინი თავად კაფეში და მენიუს მრავალფეროვნება, არამედ საკვების მიწოდების და ე.წ. ქეითერინგ სერვისი. ადგილზე მოგართმევენ თქვენთვის სასურველ საკვებს თქვენთვის სასურველ დროს. კარგად აწყობილ ოფისს ხომ საათივით აწყობილი კვება სჭირდება?!

აჭარული ხაჭაპურის მომზადება ვთხოვე. დიდი ზომის ხაჭაპურში 6 ლარი გადავიხადე, 15 წუთში მზად იყო და ლამაზად შეფუთული წამოვიღე. ბავშვი ტურიდან გამოვიყვანე და სახლისაკენ გავეშურე, სადაც … რა დღეც დაადგა შემდეგ აჭარულს ალბათ ნათელია. დავრწმუნდი, რომ თბილისშიც შეიძლება ნაღდი აჭარული ხაჭაპური მიირთვა ადამიანმა. გემოზე აღარ ვსაუბრობ, მოკეცილი კიდეების კი შიგნიდან ყველით იყო სავსე, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა.

ცხადია Delicato აჭარული ხაჭაპურის გარდა უამრავ სხვა სახის საკვებს გთავაზობთ. ეწვიეთ კომპანიის ვებსაიტს, ძალიან აქტიურ Facebook გვერდს [რომელმაც სასიამოვნოდ გამაკვირვა] და დარწმუნდებით მენიუს მრავალფეროვნებაში. დავამატებ მხოლოდ ერთს: Delicato 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობს და ძალიან მაგარ სიურპრიზს გპირდებათ. გარდა კომპანიის უგემრიელესი საკვებისა თოვლის ბაბუასაც მოგვიყვანენ და საინტერესო ზეიმს გამართავენ. ამიტომ მობრძანდით ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში.

წინასაახალწლო მინიშნება ჩემგან

აღმოვაჩინე, რომ Delicato 2-12 იანვარს ერთ სპეციალურ შეთავაზებას გთავაზობთ: დახურული წვეულებები სპეციალური შეკვეთით და სპეციალური ფასით. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თავად კომპანიას ტელეფონებზე 242-33-42 და 557-35-34-97.