ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Dekashop-ის ყაბალახები და ჯააძის ალპური თაფლი ქართული ღვინის საღამოზე Seoul-ში

ქართული ღვინის საღამო სეულში 22 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და სასტუმრო „Somerset Palace”-თან თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.

უღრმესი მადლობა საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში ქართული პროდუციის წარმოჩენისათვის. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ქართულ ღვინოს გვერდს უმშვენებდა KAR.GE კატალოგის ორი წევრი კომპანიის პროდუქცია – Dekashop-ის ყაბალახები და ჯააძის თაფლი-ს ალპური თაფლი 🙂

https://www.facebook.com/geoembseoul/posts/767341063664676

საღამოზე შეკრებილი საზოგადოებისთვის მოეწყო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება და ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები, აგრეთვე გაეცნენ ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე სამოსს. მოეწყო ეროვნული სამოსის ფოტო გამოფენა და ქართული კომპანიების მიერ, კლასიკურ და თანამედროვე მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია.