USAID/REAP და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს აგრობიზნესის სექტორს სთავაზობს სამი ტიპის გზამკვლევს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი DCFTA მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის გზები პირველადი მწარმოებლებისთვის, გადამამუშავებელი საწარმოებისთვის და ლაბორატორიებისთვის.
აღნიშნული სამი გზამკვლევი წარმოადგენს REAP-ის მიერ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან განხორციელებული ექვსთვიანი კონსულტაციის ნაწილს, რომლის მიზანია აგრობიზნესისა და აგრარული სექტორისთვის დახმარების გაწევა, რათა ეტაპობრივად დაინერგოს ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტები ევროკავშირში ექსპორტის სტიმულირებისა და გაზრდის მიზნით.
REAP და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ნებისმიერი დაინტერესებული პროექტის, აგრობიზნესის, სამთავრობო უწყებების ან დონორი ორგანიზაციების მიერ აღნიშნული გზამკვლევის ჩამოტვირთვას, გადაბეჭდვას და საკუთარ ქსელში გავრცელებას.
DCFTA-ის_მოთხოვნები_პირველადი წარმოებისთვის_გზამკვლევი
DCFTA-ის_მოთხოვნები_სურსათის_მწარმოებლებისთვის_გზამკვლევი
DCTFA-ის_მოთხოვნები_ლაბორატორიებისათვის_გზამკვლევი