ამ ვიდეოში მოკლედ და გასაგებადაა აღწერილი თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია რიგით ქართველ ფერმერზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას – DCFTA. მეტიც ვიდეოში მოყვანილია ის ფაქტორები, რომლებიც ამ შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მაგრამ მოდი რეალობას დავუბრუნდეთ …
ქართველმა წვრილმა ფერმერმა ევროპაში რამე გაიტანოს? ძალიან მცირე შანსია …
მაგრამ თუ ფერმერები გაერთიანდებიან, წარმოების მასშტაბებს გაზრდიან, სურსათის უვნებლობაზე იზრუნებენ, მარკეტინგს მიხედავენ და ა.შ., მაშინ უკვე სერიოზული პერსპექტივები იხსნება, რაც უკვე ინვესტორებისათვისაც საინტერესოა. ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერა კი ამ თვალსაზრისით ის გზაა, რომლის გამოყენებაც ყველა ფერმერულ კოოპერატივს შეუძლია.