ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პრაქტიკული განათლება > რა სარგებლობის მოტანა შეუძლია DCFTA-ს ფერმერებისათვის?
DCFTA

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია DCFTA-ს ფერმერებისათვის?

ამ ვიდეოში მოკლედ და გასაგებადაა აღწერილი თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია რიგით ქართველ ფერმერზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას – DCFTA. მეტიც ვიდეოში მოყვანილია ის ფაქტორები, რომლებიც ამ შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მაგრამ მოდი რეალობას დავუბრუნდეთ …   

ქართველმა წვრილმა ფერმერმა ევროპაში რამე გაიტანოს? ძალიან მცირე შანსია …

მაგრამ თუ ფერმერები გაერთიანდებიან, წარმოების მასშტაბებს გაზრდიან, სურსათის უვნებლობაზე იზრუნებენ, მარკეტინგს მიხედავენ და ა.შ., მაშინ უკვე სერიოზული პერსპექტივები იხსნება, რაც უკვე ინვესტორებისათვისაც საინტერესოა. ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერა კი ამ თვალსაზრისით ის გზაა, რომლის გამოყენებაც ყველა ფერმერულ კოოპერატივს შეუძლია.