ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #17 – მაწონი, წნორის ქარხანა

წნორის ქარხანა, შპს „ნიკუშა პირველი“ …

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ზემოთ ნახსენები სახელწოდება ფაქტია, რომ თბილისში ამ ქარხანას რამოდენიმე ბრენდული ობიექტი აქვს. და მაწონი მაგალითად, რომელიც ვიყიდე, ძალიან მოეწონათ ჩემთან ოჯახში.

ეს ქილა მაწონი ჭოველიძის 23-ში ვიყიდე …

მაწვნის გარდა იქ იყიდებოდა ყველი, ხაჭო, არაჟანი, ნადუღი …

ასევე რამოდენიმე სახის ღვინო …

მაწონი მაგალითად 1.35 ლარი ღირდა. იგივე ზომის ქილა 1.6 ლარად იყიდება ქსელში …

ფასი აშკარად კარგია, ძალიან კარგი …

ხარისხიც და გემოც ძალიან მოეწონათ ჩემთან …

კარგი იქნებოდა ან ვებსაიტი ჰქონდეთ ან FB გვერდი, მაგრამ …

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!