ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერა

მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

საქართველოში სამშენებლო სექტორი დუღს! თან დააკვირდით – ფასების ზრდის გარეშე. ტურიზმის სექტორთან ერთად ეს ორი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორებია, რომლებიც ასიათასობით ადამიანს ასაქმებენ თავად და “წამოკიდებული” დარგების მეშვეობით. მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერა საკმაოდ პერსპექტიული საქმიანობაა ასევე. მე მქონდა პატივი გამეკეთებინა თბილისში უკვე დასრულებული DIRSI-ს მილიარდნახევრიანი საინვესტიციო პროექტის ბიზნეს გეგმა, რამაც გამაბედინა კიდეც ამ კონკრეტული ტექსტის დაწერა.

გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ, რომ მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერა ითხოვს საკმაოდ მოცულობითი “შავი სამუშაოს” შესრულებას. ესენია პროექტის მომზადება, პროექტის შეთანხმება, მიწის საკუთრების საკითხის გადაწყვეტა, ხარჯების შეფასება, უფლებების საკითხის მოგვარება და ა.შ. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა “ინგრედიენტი” შეფასდება ფულსა და დროში, შესაძლებელია ერთიანი დოკუმენტის აწყობა და “ფულის დანახვა”, რაც მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერის მიზანს წარმოადგენს!

მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერა ზემოთ ხსენებული “შავი სამუშაოს” შესრულების შემდეგ გაცილებით ადვილდება. ამ დროს სტანდარტული გამოწვევები ყველამ იცის, ვინც ამ თემაში ოდნავ მაინც ჩახედულია. მე თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ორ ნიუანსზე:

  1. მარკეტინგის თავისებურება, რომელსაც ხშირად მიმართავენ ამ სფეროთი დაკავებულები ასეთია: მარკეტინგი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე და უცხოელებზე კეთდება, რომელთაც საქართველოში უძრავი ქონების შეძენა სურთ. აბა რა გგონიათ, საქართველოს მაცხოვრებლები ყიდულობენ ამ ბინებს? არ დაგავიწყდეთ, რომ 1,5 მილიონამდე ქართველია საზღვარგარეთ წასული სამუშაოდ და წელიწადში 1,3-1,4 მილიარდ აშშ დოლარს აგზავნიან საქართველოში.
  2. დარგის ტენდენციაა ენერგოეფექტური მასალების გამოყენება. შესაბამისად თუ გინდათ მყიდველების გული მოიგოთ, გამოიყენეთ ენერგო დამზოგავი ტექნოლოგიები. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომავალში რეგულირების გამოწვევებთან გასამკლავებლად. ოღონდ გააკეთეთ ეს კონკურენტულ ფასში.
  3. განჭვრიტეთ მომავალი, რომელიც სამშენებლო საქმიანობებისატვის მეტად საინტერესოდ გამოიყურება. საქართველოში ეკონომიკური ზრდა პოზიტიურია (პროგნოზი 4,5-5 % მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად).

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით! პროფესიონალურ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ!