ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ჯობია დროებით შეჩერდეს საქველმოქმედო საქმიანობის დაბეგვრა. ტარიელ ზივზივაძის შეთავაზება მთავრობას!

ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როცა კომპანიები სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან მათ ვისაც ეს სჭირდება.

პრობლემა:

მაგალითად, 100 ლარის ღირებულების პროდუქციით დახმარების შემთხვევა კომპანიას უსასყიდლო მიწოდებად ეთვლება. ამ დროს იგი იხდის მოგების გადასახადს 14,96 ლარს და დღგ-ს 15,25 ლარს (ჯამში 30,21 ლარს). არ იბეგრება მხოლოდ მაშინ, როცა კომპანია სახელმწიფო ორგანიზაციას ეხმარება ან ბენეფიციარს აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი (ისიც გარკვეული ლიმიტის ფარგლებში).

გამოსავალი:

მოვუწოდებთ მთავრობას დროებით მაინც ხელი გაუხსნას ბიზნეს სექტორს შემდეგნაირად: ან საგადასახადო კოდექსის ამ ნორმის მოქმედება შეაჩეროს დროებით ან გადახდილი გადასახადები უკან დაუბრუნოს კომპანიებს გარკვეული ვადის შემდეგ. ეს ქმედება წაახალისებს კერძო სექტორს გააკეთოს მეტი კარგი საქმე.