ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აი ასე იგეგმება ექსპორტი გერმანიაში KAR.GE საექსპორტო კატალოგის მეშვეობით

აი ასე იგეგმება ექსპორტი გერმანიაში KAR.GE საექსპორტო კატალოგის მეშვეობით

2017 წლის 6 აპრილს “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017” პრეზენტაცია შედგა. მასში 54 კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია წარმოდგენილი თავისი სურათების, მოკლე აღწერით და საკონტაქტო ინფორმაციით.

მას შემდეგ დიდი სამუშაოები შესრულდა კატალოგის გავრცელების მიზნით. არაერთი კონკრეტული შედეგი უკვე დადგა, რომელთა გახმაურება ჯერ ადრეა. თუმცა ეს კონკრეტული მაგალითი უკვე “მზადაა” საიმისოდ, რომ მის შესახებ ორიოდ სიტყვით მოგითხროთ … ოღონდ ინტერვიუს სახით ქალბატონ ხათუნა გეგეჭკორთან, რომელსაც ჩვენი შექმნილი საექსპორტო კატალოგი გერმანიაში ექსპორტზე გასატანი პროდუქციის ასორტიმენტის ფორმირებაში უკვე გამოადგა.

ტ.ზ: ქ-ნო ხათუნა, სად ცხოვრობთ და რატომ დაინტერესდით ქართული ნაწარმის ექსპორტით გერმანიაში?

მოგესალმებით ტარიელ, ვცხოვრობ მიუნხენში. გერმანიაში ჩამოსვლისთანავე ვგეგმავდი საქართველოდან ექსპორტს. ამ მიზნით მოვიპოვე ბავარიაში ქვეყნებს შორის ვაჭრობის ეკონომისტის ტიტული. ვფიქრობ რომ ქართულ სურსათს აქვს შანსი გახდეს ბრენდი გერმანიაში. აქ უკვე მობეზრდათ ტაილანდური, იტალიურ/ფრანგული და თურქულ/ბერძნული სამზარეულო და ინტერესს იჩენენ აქაურობისთვის ახალი ქართული პროდუქტების მიმართ. ქართული რესტორნებიც გახსნილია და თანდათან პოპულარული ხდება.

ტ.ზ: როგორ მოძებნეთ KAR.GE? როგორ გაიგეთ სააექსპორტო კატალოგის შესახებ?

KAR.GE ფეისბუქზე ვიპოვე ჯერ კიდევ თებერვალში. მაშინ იწერებოდით კატალოგის პროექტის შესახებ. KAR.GE-ზე მაცნობეს, რომ 2017 ის მარტის ბოლოს დასრულდებოდა პროექტი და შესაძლებელი გახდებოდა კატალოგით სარგებლობა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოძრაობა KAR.GE ს დიდი მადლობა გადავუხადო საექსპორტო კატალოგისთვის. “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017” არის ძალიან კარგად შედგენილი. არის მოკლე ინფორმაციები მეწარმეებზე და მათ პროდუქციაზე, ვებ გვერდის მისამართი და საკონტაქტო მონაცემები, ფოტოების ჩათვლით.

ტ.ზ: როგორ კი კატალოგი მოგივიდათ, რა მოიმოქმედეთ (პროცესი რომ აღწეროთ)?

მე წინასწარ ვიცოდი სასურველი საექსპორტო საქონლის ასორტიმენტი და ამიტომ მიზანმიმართულად ვეძებდი მწარმოებლებს. შემდეგ ვეცნობოდი მათ ვებ გვერდს და ვეცნობოდი საწარმოს ისტორიას, წარმოების პროცესს, პროდუქტების ასორტიმენტს და კონდიციებს. მწარმოებელთა სიის დაკომპლექტების შემდეგ დავეკონტაქტე მათ ელ. ფოსტით, რომ დაინტერესებული ვიყავი მათთან თანამშრომლობით ექსპორტის განხრით. პასუხებიც მალევე მივიღე.

ამის შემდეგ შევთანხმდით პროდუქტების დეგუსტაციისთვის სინჯების მოწოდებაზე. ეს მოხდა თბილისში ჩვენი წარმომადგენლის დახმარებით. ასე ჩამოყალიბდა ასორტიმენტის დიდი ნაწილი, ნაწილი კი ამ პროცესშია.

ტ.ზ: რამდენ კომპანიას დაუკავშირდით? რომელი სფეროების წარმომადგენლებს? დეგუსტაცია სად, როგორ და როდის ჩაატარეთ?

დეგუსტაცია რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. მწარმოებლებს სხვადსხვა დღეს მოქონდათ პროდუქტები. დეგუსტაციის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო პროდუქციის ფასების სიები მივიღეთ.

6 კომპანიასთან კვების პროდუქტების სფეროდან უკვე ჩამოვყალიბდით.

ტ.ზ.: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ პროდუქცია?

პროდუქტებს გემოს, შემადგენლობის, სერთიფიკატების  და ვიზუალური ფორმის კრიტერიუმებით ვარჩევდით.

ტ.ზ.: ეხლა რა გეგმა გაქვთ?

დასაწყისისთვის, ასორტიმენტის კიდევ გაზრდას ვგეგმავთ. ჩვენი გეგმაა ფირმის ოფიციალური დარეგისტრირების და ფორმალობების მოგვარების შემდეგ კონკრეტული შეკვეთების მიცემა, საქონლის გერმანიში შემოზიდვა და მისი დისტრიბუცია. ჩვენი მიზანია ქართული საქონელი შევიტანოთ ცნობილ მარკეტებში და დავამკვიდრებინოთ ადგილი და ვიზრუნოთ პოპულარობის გაზრდაზე. დისტრიბუციას მოვახდენთ აგრეთვე ჩვენი ონლაინ-შოპის მეშვეობითაც. პერიოდულად მივმართავთ სხვადასხვა მარკეტინგულ საშუალებებს, მათ შორის სართველოზე ინფორმატიული საღამოების მოწყობა-ორგანიზებას.

ტ.ზ.: მადლობა თქვენ ქ-ნო ხათუნა. თქვენს გვერდით გვიგულეთ თუ რამ დაგჭირდეთ.