ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

კანადა, ბრიტანეთის კოლუმბია, ვანკუვერი: 155,000 $ გრანტები და თან რაში?

რამდენ თქვენგანს მიგიღიათ გრანტები ან დახმარებები თქვენი ფერმის ან თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის?
ოდესმე მარკეტინგის ბიუჯეტი დაგიფინანსეს?
ოდესმე გაყიდვების რეალურად ზრდაში დაგეხმარნენ?
ნეტა რატომ არ … ?

მსოფლიოს მასშტაბით buy local კამპანიების ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო პრეცედენტს გადავაწყდი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ …

Investment Agriculture Foundation – არის ასეთი ფონდი კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში [უკიდურესი დასავლეთი შტატი], ვანკუვერში, რომელსაც მიზნად აქვს 2020 წლისათვის ბრიტანეთის კოლუმბიის კვების ინდუსტრია 15 მილიარდიან ბიზნესად აქციოს.

bc-map

საამისოდ ფფონდი გრანტებით და სხვადასხვა პროგრამებით ემარება ბრიტანეთის კოლუმბიის მწარმოებლებს, აგრო ბიზნესის წარმომადგენლებს და გადამამუშავებელი მრეწველობის წარმომადგენლებს. ფონდმა დღემდე 192 მილიონი USD ჩადო 1700+ პროექტში და თითო ჩადებულ დოლარზე 1,85 ეფექტი მიიღო, ჯამში 355 მილიონი $ ეფექტი [ეფექტი, ზეგავლენა, ანუ შემოსავალი მათთვის კომპლექსური მცნებაა და მარტო ფულად შემოსავალს არ ნიშნავს. ანუ ყველაფერს ითვლიან]. 2012 წლის შემდეგ კი 8 მილიონი აქვს ჩადებული ადგილობრივ მწარმოებლებში.

ეს ბოლო ამბავი ეხება 4 ადგილობრივი ბიზნესისათვის მარკეტინგის კამპანიისათვის 155,000 $ გრანტების გაცემას. ვნახოთ რაში გაიცა, კონკრეტულად რა პროექტებისათვის …

Urban Digs Farm – 27,332 $ იღებს თავისი წარმოების ორგანული პროდუქციის პრინტ და ონლაინ მარკეტინგის კამპანიის წარმოებისათვის

Jiva Organics – 95,000$ მიიღებს აქციების, სოციალურ მედიაში აქტივობის და სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობის გასააქტიურებლად

NutraEx Foods – 24,000 $ მიიღებს რეკლამაში დასახარჯად და ვებსაიტის მოსაქოქად.

Chia Chics – 9,100 $ მიიღებს ვებში პოზიციების გასამყარებლად, პრინტ რეკლამისათვის საიმისოდ, რომ მათი პროდუქცია სწორედ ბრიტანეთის კოლუმბიაშია წარმოებული.

აი რას ჰქვია რეალური დახმარება …
აი რა მოიტანს შედეგს, რეალურ შედეგს …
აი როგორი ტიპის დახმარებები უნდა იყოს ჩვენთან …
ვის რად უნდა თქვენი პროდუქცია, თუ იგი არ იყიდება?
როგორ გგონიათ რატომ არ გეხმარებიან მარკეტინგის და გაყიდვების მოსაქოქად?