რამდენ თქვენგანს მიგიღიათ გრანტები ან დახმარებები თქვენი ფერმის ან თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის?
ოდესმე მარკეტინგის ბიუჯეტი დაგიფინანსეს?
ოდესმე გაყიდვების რეალურად ზრდაში დაგეხმარნენ?
ნეტა რატომ არ … ?
მსოფლიოს მასშტაბით buy local კამპანიების ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო პრეცედენტს გადავაწყდი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ …
Investment Agriculture Foundation – არის ასეთი ფონდი კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში [უკიდურესი დასავლეთი შტატი], ვანკუვერში, რომელსაც მიზნად აქვს 2020 წლისათვის ბრიტანეთის კოლუმბიის კვების ინდუსტრია 15 მილიარდიან ბიზნესად აქციოს.
საამისოდ ფფონდი გრანტებით და სხვადასხვა პროგრამებით ემარება ბრიტანეთის კოლუმბიის მწარმოებლებს, აგრო ბიზნესის წარმომადგენლებს და გადამამუშავებელი მრეწველობის წარმომადგენლებს. ფონდმა დღემდე 192 მილიონი USD ჩადო 1700+ პროექტში და თითო ჩადებულ დოლარზე 1,85 ეფექტი მიიღო, ჯამში 355 მილიონი $ ეფექტი [ეფექტი, ზეგავლენა, ანუ შემოსავალი მათთვის კომპლექსური მცნებაა და მარტო ფულად შემოსავალს არ ნიშნავს. ანუ ყველაფერს ითვლიან]. 2012 წლის შემდეგ კი 8 მილიონი აქვს ჩადებული ადგილობრივ მწარმოებლებში.
ეს ბოლო ამბავი ეხება 4 ადგილობრივი ბიზნესისათვის მარკეტინგის კამპანიისათვის 155,000 $ გრანტების გაცემას. ვნახოთ რაში გაიცა, კონკრეტულად რა პროექტებისათვის …
Urban Digs Farm – 27,332 $ იღებს თავისი წარმოების ორგანული პროდუქციის პრინტ და ონლაინ მარკეტინგის კამპანიის წარმოებისათვის
Jiva Organics – 95,000$ მიიღებს აქციების, სოციალურ მედიაში აქტივობის და სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობის გასააქტიურებლად
NutraEx Foods – 24,000 $ მიიღებს რეკლამაში დასახარჯად და ვებსაიტის მოსაქოქად.
Chia Chics – 9,100 $ მიიღებს ვებში პოზიციების გასამყარებლად, პრინტ რეკლამისათვის საიმისოდ, რომ მათი პროდუქცია სწორედ ბრიტანეთის კოლუმბიაშია წარმოებული.
აი რას ჰქვია რეალური დახმარება …
აი რა მოიტანს შედეგს, რეალურ შედეგს …
აი როგორი ტიპის დახმარებები უნდა იყოს ჩვენთან …
ვის რად უნდა თქვენი პროდუქცია, თუ იგი არ იყიდება?
როგორ გგონიათ რატომ არ გეხმარებიან მარკეტინგის და გაყიდვების მოსაქოქად?