ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Buy Zambian – კამპანია ზამბიაში ზამბიურის ყიდვის მოწოდებებით

რასაც მოძრაობა KAR.GE აკეთებს, რა მიზნებსაც ჩვენ ვისახავთ, იგივე მიზნები მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში ამოძრავებს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს. ჩვენ ვეცნობით ყველას გამოცდილებას, აშშ-დან დაწყებული სამხრეთ აფრიკით დამთავრებული და ეს ჩვენ გვაძლიერებს, იდეებს გვაწვდის და გვამზადებს უფრო დიდი გამოწვევებისათვის. ფაქტი ერთია: აშშ და UK იქნება ეს თუ სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ყველაგან ხდება ამა თუ იმ ფორმით. ბოლოს ამას გადავაწყდით და …

აი რა ხდება ზამბიაში …

zambia-map

ზამბიამ რითი ვართ ჩვენ სხვებზე ნაკლები და გადახედა რა ნიგერიის, ზიმბაბვეს, სამხრეთ აფრიკის გამოცდილებას თვითონაც დაიწყო „Buy Zambian – იყიდე ზამბიური“ კამპანია. ჯერჯერობით თემა ამ სტატიაში ვნახე გაჟღერებული. არც ვებსაიტი აქვს და არც Facebook გვერდი ამ კამპანიას, მაგრამ აქვს Facebook ჯგუფი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. ჯგუფის არაწევრისთვის არ ჩანს საქმიანობები, მაგრამ შეუმჩნეველი თვალით და Google-ში ძებნით ირკვევა, რომ დიდი გამოხმაურება ამ კამპანიას ჯერ არ უნდა ჰქონდეს.

ზამბია აფრიკის შუაგულში მდებარე ქვეყანაა. დედაქალაქი ლუსაკა. მოსახლეობა დაახლოებით 17 მილიონი. წლის ნომინალური მშპ – 19 მილიარდ აშშ დოლარზე ცოტა მეტი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 1,100 USD [ანუ საქართველოზე სამჯერ და მეტჯერ ღარიბი ქვეყანაა]. ფულის ერთეული – ზამბიური კვაჭა [დიახ].

ვნახოთ, დავაკვირდებით კამპანიას, შევხედავთ რას გააკეთებენ …