ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

უნიკალური Buy Local კამპანია Macau-ში. ინიციატივა აქაც მთავრობას ეკუთვნის!!!

საერთაშორისო გამოცდილების მუდმივ ძიებაში ისეთ რამეს გადავაწყდი, ვერც კი ვიფიქრებდი. ეს სტატია სწორედ იმ გამოთაყვანებულებისათვის დავწერე, რომელთაც არ ესმის რა მნიშვნელობა აქვს საკუთარი წარმოებული პროდუქციის გაყიდვების წახალისებას საკუთარ მოსახლეობაში … მათ შორის მსოფლიოს უმდიდრეს რეგიონებშიც კი.

Macau ეს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც ჩინეთის სამხრეთით მდებარეობს. იგი 1999 წელს პორტუგალიამ ჩინეთს ოფიციალურად გადასცა და Macau-ს ოლქი დამოუკიდებლობას 2049 წლამდე ინარჩუნებს.

macaumap

Macau-ს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი არის 30 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული 650,000 მოსახლეობის მქონე მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ტერიტორიული ერთეული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომლის ნომინალური მშპ 2013 წელს 51 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც ერთ სულ მოსახლეზე 91,000 USD-ზე მეტია.

2006 წელს Macau აზარტული თამაშების ცენტრად გადაიქცა და მას შემდეგ ეკონომიკა მეტწილად ტურიზმზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა. Macau-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში მეოთხეა, ისევე როგორც Macau ერთ-ერთი ლიდერია ადამიანური განვითარების ინდექსით მთელს აზიაში.

და მსოფლიოს ამ უმდიდრეს რეგიონში მთავრობას დაწყებული აქვს კამპანია, რომ მხარი დაუჭიროს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაყიდვებს ადგილობრივი ბაზარზე. ანუ მოსახლეობას მოუწოდებს რომ იყიდოს პროდუქცია, ასევე კომპანიებსაც მოუწოდებს, რომ იყიდონ ადგილობრივი მომწოდებლებისაგან. ინიციატივას კი Macau-ს სავაჭრო პალატა უძღვება.

და პირველი შედეგები სახეზეა … უზარმაზარი სათამაშო ბიზნესები Sands China, MGM Macau, Wynn Macau  – მასიურად გადადიან ადგილობრივი წარმოების პროდუქციით მომარაგებაზე. Wynn Macau -ს განცხადებით მათი საკვების/სასმელის შესყიდვების 89% უკვე ადგილობრივ მწარმოებლებზე მოდის.

რა თქმა უნდა გაგვიჭირდება პროგრესის რიცხვებში დანახვა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთი მდიდარი ქვეყანა [დიახ, პრაქტიკულად ქვეყანაა] ასეთ ნაბიჯს დგამს და ადგილობრივის ყიდვისკენ უბიძგებს ასეთ სერიოზულ სათამაშო ბიზნესებს, უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია იმის „შესაგნებად“, რომ buy local კამპანიები მარტო ღარიბი ქვეყნების გადასარჩენად არაა მოფიქრებული, ეს იმისთვისაა, რომ დოვლათი დარჩეს ქვეყანაში!!!