ამჯერად სამხრეთ აფრიკა …
კიდევ ერთი ნათელი მაგალითი კამპანიისა, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივის ყიდვის პოპულარიზებას ახდენს … და ეს დღეს ხდება რა თქმა უნდა. ეს კონკრეტული მოძრაობა 2001 წელს არის დაწყებული. დაარსებულია ორგანიზაცია სახელად – Proudly South African. კონკრეტულად რას აკეთებენ?
- 30 მარტს ჰქონდათ Buy Local სამიტი, რომელსაც წელიწადში ერთხელ აკეთებენ. სხვა დანაჩენ დროს კი აქტიურად მუშაობენ ხალხში;
- ადგილობრივი ბიზნეს კომპანიების დაჯილდოვება;
- საგანმანათლებლო საქმიანობა;
შევისწავლე ონლაინ რესურსები. ყველგან კარგი ფრაზები, მოწოდებები, მაგრამ რიცხვები მინიმალურად. მაგალითად იდეალურადაა ახსნილი, თუ რა კარგს აკეთებს ადგილობრივის ყიდვა, მაგრამ რიცხვების გარეშე … აქაც ჩამოვთვლი.
აი 10 ჭკვიანური მიზეზი, რომ იყიდო ადგილობრივი ნაწარმი [ჩამოთვლილია აქ]:
- ქმნი ახალ სამუშაო ადგილებს;
- იცავ არსებულ სამუშაო ადგილებს;
- იცავ ადგილობრივი ბიზნესის საშემოსავლო ბაზას;
- ამცირებ სიღარიბეს;
- ზრდი ადგილობრივ ინვესტიციას;
- ავითარებ სამრეწველო ბაზას;
- აძლიერებ მდგრადობას და სურსათის უსაფრთხოებას;
- ახალისებ მეწარმეობას და შემოქმედებითობას;
- ამცირებ სავაჭრო დეფიციტს;
- ესაა ეროვნული სიამაყე და პარტნიოტიზმი;
ეს მოკლედ. თუ უფრო დეტალურად დაგაინტერესებთ ვებსაიტი და Facebook გვერდი მითითებულია.