საინტერესო პრეცედენტია, და მინდა გაგიზიაროთ …
მით უმეტეს, რომ ასეთი რამის გაკეთება ჩვენთანაც შეიძლება …
რამე უფრო დიდი ღონისძიების კონტექსტში რა თქმა უნდა …
აშშ, მერილენდი …
შტატის გუბერნატორის ინიციატივით 23-31 ივლისის პერიოდში ეწყობა გამოწვევა – buy local cookout …
მიზანი არის ადგილობრივი წარმოების სოფლის პროდუქციის პოპულარიზაცია
გამოწვევას ასე მიმდინარეობს: გამოწვევის მონაწილემ დღეში ერთხელ მაინც ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებული ერთი კერძი უნდა მიირთვას.
ცალკე მზარეულები ეჯიბრებიან კერძების მომზადებაში, ცალკე კი მჭამელების არმია ეჯიბრება ჭამაში 🙂
კარგია!
თუმცა ასეთი ტიპის ღონისძიებები უფრო ცნობადობის ზრდას ემსახურება, ვიდრე გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას. ისე, აშშ-ში ცდილობენ ხალხი სუპერმარკეტებიდან ფერმერული ბაზრებისაკენ, ასევე ფერმერული პროდუქციით გამზადებული საკვებისკენ გადაამისამართონ ხალხი, ჩვენთან კი პირიქითაა: სუპერმერკეტებისკენ და ათასი მამაძაღლობებით გამოტენილი საკვებისკენ ცდილობენ გადაქაჩვას. ნეტა რატომ?