ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქსელური მარკეტინგი

ქსელური მარკეტინგი. ბიზნეს გეგმა. ნიმუში

ქსელური მარკეტინგი – ჰოი როგორ გატეხილი აქვთ სახელი ამ ტიპის კომპანიებს, თუმცა ფაქტია, რომ ეს ბიზნესის წარმოების, კონკრეტულად კი გაყიდვების მართვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტია მსოფლიოში.

ჩემი აზრით ამ მიმართულების მთავარი პრობლემა ორმხრივია:

ერთი რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქსელურ მარკეტინგსა და აფერისტობას შორის ზღვარს ვერ ავლებს. და ვერც გაამტყუნებ, ძალიან ბევრს აქვს ძლაიან ცუდი გამოცდილება.

მეორე კი ის, რომ თავად ქსელური მარკეტინგის კომპანიები არის პირველი რიგის დამნაშავეები მათს ასეთ იმიჯში.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).

აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა.

ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ:

რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. ქსელური მარკეტინგი სერიოზული ინსტრუმენტია

გამიხარდებოდა მენახა ქართული წარმოების პროდუქციაზე მომუშავე ქსელური მარკეტინგის კომპანია.

მაგალითად კოსმეტიკურ ნაწარმზე.

რატომაც არა? ფაქტია, რომ სხვადასხვა ტიპის ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი ბევრი მცირე კომპანიაა, რომელსაც შეუძლია დაფიქრდეს ამ ინსტრუმენტის მის შემთხვევაში ამოქმედებაზე.

აი ასოციაცია რომ იყოს ამ სფეროში, რამე გამაერთიანებელი კვანძი, ის უფრო შეძლებდა მსგავსი პროცესის ორგანიზებას შედეგიანად.

თუ თქვენ ამ სფეროში მუშაობთ, შეიძლება დაფიქრდეთ ამ შესაძლებლობაზე.

2. როგორ გადაიტანა ამ სფერომ პანდემია?

უამრავ სტატიებს ვკითხულობ ყოველდღიურად სხვადასხვა კვალიფიციური წყაროებიდან, რომელთა მეშვეობითაც მუდმივად საქმის კურსში ვცდილობ ვიყო თუ რა იცვლება მსოფლიოში.

ამ მომენტამდე არსად, საერთოდ არცერთი სტატია არ შემხვედრია, სადაც ეწერებოდა, რომ აი პანდემიამ ეს სფერო ასე შეცვალა – ან დააზარალა, ან ასარგებლა.

ჩემი ლოგიკური ვარაუდია, რომ შეამცირებდა.

ვინაიდან ეს სფერო მაინც ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე იყო დამოკიდებული და ამ დროს არც თუ იაფი პროდუქცია იყიდებოდა, ალბათ ძალიან დაარტყამდა პანდემია გაყიდვებს.

თან ადამიანებს გარეთ გასვლის მიზეზი გაცილებით ნაკლები აქვთ.

ოღონდ ეს უხეში ვარაუდია.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: