ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კერამიკული ფილების წარმოება

კერამიკული ფილების წარმოება. ბიზნეს გეგმა

კერამიკული ფილების წარმოება 2015-2016 წლებში მეტად ხმაურიანი თემა იყო. თუმცა მალევე მინელდა როგორც კი დათვალეს რას ჰქონდა აზრი და რას არა.

ამ თემის აქ შემოტანის იდეაც ეგაა, რომ შეხედოთ, იქნებ რეალობა შეიცვალა და ახლა ჰქონდეს აზრი?

გაითვალისწინეთ, რომ სამშენებლო ბაზარი შედარებით გადაურჩა პანდემიის მსახვრალ ხელს სწორედ მთავრობის გასაოცრად იშვიათი სწორი გადაწყვეტილებით (იპოთეკური სუბსიდირების პროგრამას ვგულისხმობ) და როგორც კი მინელდება პანდემია, განაგრძობს ისევ ზრდას. სამშენებლო ბიზნესზე ეკონომიკის 7-8 % არის წამოკიდებული.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. კერამიკული ფილების წარმოება საფასო კონკურენციის მსხვერპლია

მომხმარებელს ასორტიმენტით ვერ გააკვირვებ რაც არ უნდა ეცადო.

ბაზარი სავსეა უამრავი სახის მეტლახით, კაფელით და მათნაირით.

ერთადერთი რისი შანსიც გაქვს არის აწარმოო იაფად, რომ მერე გაყიდო იაფად.

როგორ შეიძლება ეს მოახერხო?

იქნებ დიდი მასშტაბზე გახვიდე?

ან სანედლეულო ბაზა გქონდეთ თქვენი საკუთარი?

იქნებ მოელაპარაკოთ მთავრობას და კონკურენტი დააძირინოთ (ბიზნესი ომია, ყველა ინსტრუმენტი ინსტრუმენტია)?

ან კონკურენტი რომ ჩაყლაპოთ?

იქნებ რკინის მუშტით დააყენოთ დარგში წესრიგი როგორც თოფაძემ გააკეთა თავის დროზე ლუდის ბაზარზე?

მე არ ვქადადებ “არაბიზნესურ” მეთოდებს.

უბრალოდ ვამბობ, რომ ბიზნესი ისეთივე ომია, როგორც თავად ომი და გქონდეს unfair advantage ხშირად გადამწყვეტია.

2. როგორ დაიწყო თემაა

კერამიკის თემაში თუ რამე მუშაობს ეს არის თიხისგან ღვინის სხვადასხვა ჭურჭლის წარმოება.

კერამიკა ერთი რომ ექსპორტზე გადის, მეორე კი ადგიილობრივად მუშაობს, ტურისტებზე.

აქ მე ისიც კი მსმენია, ერთხელ როგორ გადაუკეტა “დევმა” (თიხის კარიერის მფლობელმა) “წყალი” (თიხის ნედლეულის მიწოდება) “მოსახლეობას” (თიხის პროდუქციის მწარმოებლებს).

გამეორება მიწევს: ბიზნესი ომია!

3. პოტენციალი უდიდესია

რატომ ფილა?

ან რატომ დოქი?

გავხედოთ სტუმართმასპინძობის ბიზნესს.

რატომ არ შეიძლება მოიფიქროთ თიხის / კერამიკის ჭურჭელი, რამე ორიგინალური, რომელიც შეიძლება დანერგოთ და ეს იყოს სიახლე?

მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი შესაძლებლობა არ არის ათვისებული და მხოლოდ დროის საკითხია ვიმემ ეს გააკეთოს.

იქნებით კი ეს თქვენ?

თან აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: