ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სტარტაპების დაფინანსება საქართველოში

სტარტაპების დაფინანსება საქართველოში

სტარტაპების დაფინანსება საქართველოში მეტად აქტუალური საკითხია, ამიტომაც ვეცადე ამ თემაში მომეყარა თავი ყველაფრისთვის, რაც მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩემი აზრით.

თავიდანვე მთავარი disclaimer:

ეს სტატია არის რეალური სტარტაპებისთვის და არა “მინდა ვიყო სტარტაპებისთვის”.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

გარდა FFF-სა, სტარტაპების დაფინანსება პირველ რიგში GITA-ს მიერ ხდება დღეს საქართველოში.

GITA-ს 3 მთავარი საგრანტო პროგრამა აქვს (სხვა პროგრამებიც აქვს, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც ნახავთ GITA-ს გვერდზე).

სამივე პროგრამა ლოგიკურად არის დალაგებული დონეების მიხედვით და სტარტაპების ფაქტობრივად ყველა ფენას ფარავს:

1. 15,000 ლარიანი პროტიტიპირების გრანტი

ეს პროგრამა გათვლილია მათთვის, ვისაც აქვს პერსპექტიული იდეა და უნდა პროტოტიპის შექმნა.

განაცხადის შევსება რთული არ არის (მათთვის, ვისაც საბაზო უნარები მაინც აქვს) და საწყის ეტაპზე ნამდვილად რეკომენდებულია ამ ეტაპის გავლა.

იდეიდან ხელშესახებ შედეგამდე დიდი გზაა გასავლელი და ამ გზაზე ძალიან კარგი იქნება GITA-ს მხრიდან იდეის ვალიდაცია.

განაცხადის წარდგენა წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება და პასუხი 1 თვეში არის ხოლმე.

თუ იდეის ეტაპზე ხართ და ამ პროგრამიდან უარი მოგივათ, ე.ი. ორიდან ერთია: ან ცუდად დაწერეთ პროექტი, ან იდეა არ არის პერსპექტიული GITA-ს აზრით. იქ კი კომპეტენტური ადამიანები არიან, რომლებიც რეალურად შეგაფასებენ.

2. 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი

ეს უკვე მათთვისაა, ვისაც აქვს პროტოტიპი, გასულია ბაზარზე, დადებული აქვს რაღაც traction და ახლა მისი მიზანია ზრდა.

8 რაუნდია უკვე ჩანატარები.

პროგრამა წელიწადში ორჯერ ტარდება.

ჯამში 140-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს ამ პროგრამას, მათ შორის ბევრი წარმატებულიც.

მათ შორის ჩვენი დაწერილი პროექტებიცაა.

“მწარე სიმართლე” GITA-ს 150,000-იანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული სტარტაპებისთვის ასეთია:

– ეს პროგრამა ინოვაციური სტარტაპებისთვისაა.

ანუ, თუ თქვენ გაქვთ სამკერვალო, GITA-ს კონკურსები არაა სათქვენო გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაგალითად კოსმონავტის კონსტუმს ან რამე მსგავს ინოვაციურ თემას არ “კერავთ”.

გაიარეთ კვალიფიციურ ადამიანთან კონსულტაცია, რომ ტყუილად არ იწვალოთ განაცხადის შევსებაზე.

– გამარჯვების შანსი რომ გქონდეთ, აუცილებელია ინოვაციური ელემენტის მეტი დოზა.

ძალიან მარტივად რომ ავხსნა სიტყვა “ინოვაციური” ნიშნავს შემდეგს:

ერთ დროს სერიოზულ გამოყენებაში იყო Floppy დისკები და CD.

შემდეგ შემოვიდა ფლეშკები.

ფლეშკები იმათ ფონზე იყო თვისობრივი ინოვაცია (აბსოლუტურად სხვა პრინციპით ინახავს მონაცემებს).

აი ამ ტიპის თვისობრივი ინოვაცია თუ გაქვთ თქვენს სფეროში მაშინ ხართ იდეალურ მდგომარეობაში.

თუ მხოლოდ ისეთი CD-ს იდეა გაქვთ, რომელზედაც 700 მბ-ს მაგივრად 1,400 მბ ჩაიწერება, ესეც კარგია, მაგრამ …

– თემა უნდა იყოს სტარტაპული.

სტარტაპულობა ნიშნავს შემდეგ: დავუშვათ გაქვთ სახინკლეების ქსელი 10 ობიექტით.

თუ გინდა გაზარდო ბიზნესი, სხვა თანაბარ პირობებში უნდა დაამატო +1 სახინკლე.

ეს ტრადიციული ბიზნესია და ვერასოდეს გახდება სტარტაპი (აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში ვისაც სტარტაპს უწოდებენ, იმათი 99 % სტარტაპი არ არის, მცირე ბიზნესია მხოლოდ).

სტარტაპულობა ყველაზე მარტივად რომ აგიხსნათ ნიშნავს სწრაფად მასშტაბირების (გაზრდის) უნარს (მაგალითად მეორე სერვერის მიდგმით რომ პირობითად 10,000-ჯერ შეიძლება გაიზარდო მსოფლიო მასშტაბით იმას ვგულისხმობ).

– GITA-ში გამარჯვების შანსი, ანუ 20-ში მოხვედრის შანსი, მხოლოდ იდეებს აღარ აქვთ უკვე დიდი ხანია რაოდენ მილიონდოლარიანიც არ უნდა იყოს თქვენი იდეა.

ცხადია GITA-ში რომ დარეკოთ გეტყვიან, რომ შეიტანოთ განაცხადი.

და თქვენ ასეც უნდა მოიქცეთ მინიმუმ იმიტომ, რომ ისწავლოთ, თუმცა იცოდეთ, რომ მხოლოდ იდეით ფინალშიც კი ვერ გახვალთ.

იდეის ეტაპზე თუ ხართ, მაშინ თქვენთვის არის 15,000-იანი პროტოტიპირების გრანტი (არც ესაა ადვილი მოსაგები).

– გამარჯვების და დაფინანსების შანსი მეტი აქვს იმ სტარტაპებს, რომელთაც აქვთ “ტრენდზე მჯდარი” ინოვაციური თემა, უკან არის განვლილი გზა, გაშვებულია აპლიკაცია, დადებულია შედეგები (რიცხვები), ჰყავთ შეკრული გუნდი (შეიძლება ინვესტორებიც), და პროექტეს წერენ გაფართოვებისთვის.

3. 750,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი სტარტაპებისთვის

ეს პროგრამა არის მათთვის, ვისაც პირველი ორი ეტაპი გადალახული აქვთ (ეს არ ნიშნავს, რომ ორივე აქვთ მონაგები) და მიზანი არის გლობალური გაფართოვება.

ეს პროგრამაც წელიწადში 2-ჯერ ცხადდება და არის მათთვის, ვისაც ჰყავს 750,000 ლარამდე თანხის ჩამდები კერძი ინვესტორი.

რეალურად 150,000-იანის ეტაპი გავლილი (აღებული) უნდა გქონდეს, რომ ამ ამბიციას შეეპოტინო.

10-ზე მეტი გამარჯვებული უკვე ჰყავს ამ პროგრამას.

სტარტაპების დაფინანსება საქართველოში უკვე საკმაოდ კონკურენტულია.

ამ სტატიის მიზანია ძირითადი წყაროების ლისტინგია, თორემ GITA-ს გარდა რიგი ორგანიზაციებია, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებენ და სხვადასხვანაირად ხელს უწყობენ სტარტაპებს.

მათ შორის გამოიყოფა 500 startup, BOG-ის ინიციატივები, TBC-ის ინიციატივები, სხვადასხვა აქსელერატორები, პერიოდული პროგრამები, ეკოსისტემის სხვა ელემენტები მათ შორის ვენჩურული ფონდებიც კი. ყველგან მოითხოვება სათანადო პროექტის დაწერა და არა “ტრადიციული” ბიზნეს გეგმა.

ისე კი კარგი იქნებოდა ერთგვარი დირექტორიის მაგვარის გაკეთება, რომ ადამიანი შევიდეს და დახვდეს ამ ტიპის პროგრამების სია. ან კიდევ სტარტაპების ლისტინგის გაკეთება. მოდი ამაზე იმათ იფიქრონ, ვისაც ეს თემა აწუხებთ. ჩვენი საქმეა არის ბიზნეს გეგმის დაწერა და თუ დაგჭირდეთ, აქ ვართ!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: